ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური: "ჩელსი" გაშლილი ფრთებით [VIDEO]

AutoSharing Option
"უიგანი" "არსენალთან" მოტივირებული გამოვიდა მოედანზე. მართალია, თამაში ძირითადად მის ნახევარზე მიდიოდა, მაგრამ ლონდონელებს სახიფათო მომენტების შექმნამდე საქმე იშვიათად მიჰყავდათ.

როცა ამას მაინც ახერხებდნენ, მაგალითად, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის შემთხვევაში, ალი ალ ჰაბსი დამაჯერებლად თამაშობდა.

მასპინძლები სწრაფი კონტრშეტევების იმედად იყვნენ. აქტიურობდა არუნა კონე. 29 წლის აფრიკელი ორჯერ დარჩა მეკარესთან პირისპირ.

ერთხელ თამაშგარე დაფიქსირდა, მეორედ კი მას სიზუსტემ უმტყუნა. აფრიკელმა ერთხელ თავადაც დააღალატა გუნდი, როცა რონი სტამს ხელსაყრელ სიტუაციაში არ გადააწოდა და შორიდან დარტყმა თავად გადაწყვიტა.

მეორე ნახევარი "არსენალმა" უკეთ დაიწყო. განსაკუთრებით, ოქსლეიდ-ჩემბერლენი აქტიურობდა.
მან თეო უოლკოტს მშვენიერი საგოლე შანსი უბოძა, მაგრამ ალ ჰაბსიმ 4-5 მეტრიდან დარტყმული საოცარ ნახტომში მოიგერია.

მე-60 წუთზე უოლკოტმა ჟან ბოსეჟურს საჯარიმოში აიძულა, წესები დაერღვია. კონტაქტი ფეხბურთელებს შორის მინიმალური, მაგრამ მაინც იყო. არბიტრმა ჯონ მოსმა პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. მიკელ არტეტამ შეხვედრის ერთადერთი გოლი მშვიდად შეაგდო.

ერთი და ისიც წესების დარღვევით
"მანჩესტერ სიტი" "ძველი თამრო აღარ არის". ჩემპიონმა ბოლოადგილოსან "რედინგს" უმასპინძლა და უღიმღამო თამაშში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროშიღა გატეხა მისი წინააღმდეგობა.

ისიც მაიკ დინის წყალობით, რომელმაც გოლის მომენტში გარეთ ბერის მიერ ნიკი შორის მხრებზე დაყრდნობა ვერ დაინახა.

"რედინგი" მრისხანე მოწინააღმდეგეს არ შეუშინდა. ბერის გოლი რომ არა, თამამად დავწერდით, რომ "არისტოკრატები" ამ ქულას ალალად იმსახურებდნენ თავდადებული თამაშისთვის, მაგრამ...

"სიტიმ" პირველ ნახევარში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. გატანა მართებდათ კარლოს ტევესსა და გარეთ ბერის, თუმცა ადამ ფედერიჩი ორივე შემთხვევაში ფხიზლად იყო.

"რედინგი" კი ჯო ჰარტის კართან მიახლოებას დროდადრო თუ ახერხებდა. მეორე ტაიმში ედინ ჯეკოს გამოსვლის მიუხედავად, "ქალაქელთა" შეტევებს ბევრი არაფერი დასტყობია.

სტუმრები კი კონტრშეტევებზე ბევრად უფრო სახიფათოდ მოქმედებდნენ. ის იყო, ბრაიან მაკდერმოტის შეგირდებმა დროის გაყვანაზე ზრუნვა დაიწყეს, რომ დავიდ სილვას ჩაწოდების შემდეგ ბერიმ... თუმცა ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

გოლების კორიანტელი

"ენფილდს" მსგავსი დღესასწაული დიდი ხანია, არ უნახავს. ვერ გეტყვით, რისი ბრალი იყო, ბრენდან როჯერსის მიერ შემადგენლობის გადახალისების, სტუმართა მწვავე კრიზისის თუ ყველაფრისა ერთად, მაგრამ სანახაობა ნამდვილად შედგა.

ანგარიში მე-8 წუთზე მარტინ შკრტელმა გახსნა. სლოვაკმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი იოლად დაამუშავა და ძლიერი დარტყმით მარკ შვარცერს შანსი არ დაუტოვა.

მეორე გოლამდე მასპინძლებმა რამდენიმე კარგი შანსი კიდევ გაუშვეს ხელიდან. უნდა გამოვყოთ დანიელ აგერის მომენტი, როცა მან ორი მეტრიდან ცარიელ კარს ააცილა. 36-ე წუთზე სტივ ჯერარდმა სტიუარტ დაუნინგის ფანტასტიკური პასის შემდეგ იხეირა.

მეორე ტაიმში უკანასკნელმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, როცა კარაქივით გაჭრა მთელი დაცვა და ახლო კუთხეში დასცხო. ლუის სუარესმა ორიოდე შანსის ხელიდან გაშვების შემდეგ ბოლო წუთზე მაინც გამოიჩინა თავი. გადაცემა ხოსე ენრიკემ მიითვალა.

უკბილო ტოტენჰემი და რედნაპის პირველი მარცხი

ანდრე ვილაშ ბოაშმა "ტოტენჰემის" სასტარტოში, წინა მატჩებისგან განსხვავებით, რამდენიმე ცვლილება შეიტანა, მაგრამ საქმეს ამან ვერ უშველა.

ტონი პულისის "სტოკ სიტიმ" ფავორიტს თავი არ დააჩაგვრინა. მასპინძლები გარკვეულ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის საათივით აწყობილ დაცვასთან ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჰარი რედნაპმა "ქუინზ პარკში" პირველად წააგო. მართალია, "სენტ ჯეიმს პარკზე" გუნდებს თანაბარი შანსები ჰქონდათ, მაგრამ შოლა ამეობის მიერ ტექნიკურად სრულყოფილ გოლს "რეინჯერებმა" ვერაფრით უპასუხეს.

მეტიც, სილვენ მარვოს კონტრშეტევაზე მეორე ბურთის გატანაც შეეძლო, მაგრამ ფრანგის დარტყმას გრძელი რეიდის შემდეგ ძალა დააკლდა.

"ვესტ ჰემი"-"ევერტონის" შეხვედრაში ენტონი ტეილორმა ლეონ ოსმანს ერთი გოლი გაუუქმა, რადგან ვიქტორ ანიჩებე იუსი იასკელაინენზე თამაშის წესებს არღვევდა. ნიგერიელმა მეორე ტაიმში "ევერტონს" წართმეული გოლი დაუბრუნა.

გაიტანა პიენაარმაც, მაგრამ შემთხვევით. მას მცველმა ორთაბრძოლაში ბურთი მოარტყა. არბიტრმა იდენტურ სიტუაციებში სახიფათო თამაშისთვის ჯერ კარლტონ კოული გააგდო, მერე დარონ გიბსონი.

"სანდერლენდის" ლიდერი სტივენ ფლეტჩერი ფორმაში შედის. მან სეზონში უკვე მე-8 ბურთი შეაგდო. ამჯერადაც ყველაფერი "ტრადიციულად" იყო: საჯარიმოში უყურადღებოდ მიტოვებულმა შოტლანდიელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.

როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, "ნორვიჩის" ხანგრძლივ წაუგებელ სერიას ვესტ ბრომვიჩში დაესვა წერტილი. სტივ კლარკის გუნდი ევროთასების ზონისთვის ბრძოლაში ხელახლა ჩაერთო.

კვირა საღამოს
სუონსის "ლიბერთი სთედიუმზე" საოცარი თამაში გაჩაღდა. მართალია, ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, მაგრამ სანახავად ნამდვილად მეორე ჯობდა. "ეშმაკებმა" ბოლო ნახევარი საათი უკანმოუხედავ შეტევებში გაატარეს, მაგრამ "გედები" წაგებისგან მხოლოდ დაცვისა და მეკარის თავდადებამ იხსნა.

"ჩელსიმ" "ასტონ ვილას" ტურის უკანასკნელ შეხვედრაში უმასპინძლა და პირველივე ტაიმში გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი (3:0).

მეორე ტაიმში ბირმინგემელებს კიდევ უარესი დღე დაადგათ, რადგან კიდევ 5 გოლი გაუშვეს. "ჩელსიმ" უკანასკნელად მსგავსი ანგარიშით 2009/10 წლების სეზონის ბოლო ტურში იმარჯვა "უიგანთან". ცხადია, "ლურჯებმა" კუთვნილი მესამე ადგილი დაიბრუნეს.

"საუთჰემპტონთან" გადადებული თამაშის მოგების შემთხვევაში კი რაფა ბენიტესის გუნდი ლიდერთან სხვაობას 8 ქულამდე შეამცირებს. ასე რომ, საჩემპიონო მარათონიდან მათი ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური

უიგანი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 არტეტა (60-პენ)
უიგანი (3-4-1-2): ალ ჰაბსი - ფიგეროა, მაკარტი, ბოისი - ბოსეჟური, ჯონსი, მაკარტური, სტამი - მელონი (89. გომესი) - კონე, დი სანტო (76. მაკმანამანი)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, ვერმალენი, გიბსი - უილშირი, არტეტა - კასორლა (90+1. კოშელნი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (75. რემსი), პოდოლსკი (79. კოკლენი) - უოლკოტი
გაფრთხილება: მელონი - უილშირი
კარში დარტყმა: 12-6 (4-4) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 17-9 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 21 754

სიტი-რედინგი 1:0
გოლი: 1:0 ბერი (93)
სიტი (4-2-3-1): ჯ. ჰარტი - რეკიკი (84. მილნერი), ნასტასიჩი, კ. ტურე, საბალეტა - ბერი, ხ. გარსია (58. ჯეკო) - ი. ტურე, დ. სილვა, აგუერო - ტევესი (74. სინკლერი)
რედინგი (4-5-1): ფედერიჩი - განტერი, პირსი, მარიაპა, ი. ჰარტი (87. შორი) - კებე, ლიგერტვუდი, კარაჯანი (71. გატრი), ტაბი, მაკანუფი - პოგრებნიაკი
გაფრთხილება: აგუერო, ი. ტურე - მარიაპა, განტერი, ლიგერტვუდი
კარში დარტყმა: 14-5 (5-2) კუთხური: 12-3 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 12-14 ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 47 007

VideoSportall.Ge
მანჩესტერ სიტი - რედინგი 1:0


ნიუკასლი-ქუინზ პარკი 1:0
გოლი: 1:0 შ. ამეობი (81)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სანტონი, უილიამსონი, კოლოჩინი, სიმსონი - პერჩი, ტიოტე (77. მარვო), ხონასი (60. ობერტანი), ანიტა - სისე (61. შ. ამეობი), ბა
ქუინზ პარკი (4-5-1): გრინი - ფაბიო, ა. ფერდინანდი, ნელსენი, ჰილი - მბია, ფორლინი (78. დერი), გრანერო (56. რაიტ-ფილიპსი), მაკი, ტაარაბტი - სისე (64. ჰოილეტი)
გაფრთხილება: ტიოტე, პერჩი, ამეობი - ა. ფერდინანდი, ჰილი
კარში დარტყმა: 13-4 (6-3) კუთხური: 10-3 თამაშგარე: 2-6 ჯარიმა: 9-18 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 50 180

საუთჰემპტ-სანდერლ. 0:1
გოლი: 0:1 ფლეტჩერი (42)
საუთჰემპტონი (4-4-2): კ. დევისი - შოუ, ფონტე, იოშიდა, კლაინი - მაიუკა (55. დე რიდერი), შნაიდერლინი (60. ს. დევისი), კორკი, პანჩეონი (81. დო პრადო) - რამირესი, ლამბერტი
სანდერლენდი (4-5-1): მინიოლე - გარდნერი, კუელიარი, ოში, როუზი - ა. ჯონსონი (75. ფ. კემპბელი), კოლბეკი, ლარსონი (70. ბერდსლი), მაკლინი - სესინიონი (89. ვონი) - ფლეტჩერი
გაფრთხილება: - ლარსონი, ა. ჯონსონი, ბერდსლი
კარში დარტყმა: 6-9 (2-5) კუთხური: 8-5 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 13-17 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 31 275

ტოტენჰემი-სტოკ სიტი 0:0
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - ვერტონგენი, კოლკერი, გალასი, უოლკერი - სანდრო, დემბელე (85. პარკერი), ბეილი, ლენონი (78. სიგურდსონი) - ადებაიორი, დეფო
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი, შოუკროსი, ჰუთი კემერონი - ნზონზი, უელანი, შოტონი (64. უაიტჰედი), ეთერინგტონი (69. კრაუჩი) - ჯონსი (66. ჯერომი), უოლტერსი
გაფრთხილება: სანდრო, ვერტონგენი - უილკინსონი, უაიტჰედი, კემერონი, ნზონზი, უოლტერსი
კარში დარტყმა: 14-5 (6-3) კუთხური: 11-4 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 9-12 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 35 702

ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი 2:1
გოლები: 0:1 სნოდგრასი (23), 1:1 გერა (43), 2:1 ლუკაკუ (82)
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): ფოსტერი - პოპოვი, ოლსონი, მაკოლი, ბ. ჯონსი - დორანსი (46. ფორჩუნი), გერა (62. ლონგი), ბრანტი, ჯ. მორისონი, ოდემვინგე - ლუკაკუ (84. ტამაში)
ნორვიჩი (4-4-1-1): ბენი - უიტეკერი (55. რ. მარტინი), ბასონგი, ტერნერი, გარიდო - ტეტი (86. ჯექსონი), ჰულაჰანი (72. ჰოუსონი), სნოდგრასი, ბ. ჯონსონი - პიკლინგტონი - ს. მორისონი
გაფრთხილება: პოპოვი - ტერნერი
კარში დარტყმა: 9-8 (5-3) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 13-8 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 27 799

ვესტ ჰემი-ევერტონი 1:2
გოლები: 1:0 კ. კოული (14), 1:1 ანიჩებე (64), 1:2 პიენაარი (73)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - ობრაიენი (81. სპენსი), რიდი, კოლინსი, ტომკინსი - ონილი (58. მაიგა), ნოუბლი - ჯარვისი (88. კოლისონი), ნოლანი, მ. ტეილორი - კ. კოული
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ჰეიტინგა, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - გიბსონი, ნევილი (85. ნეისმიტი), ოსმანი, პიენაარი (89. ოვიედო) - იელავიჩი, ანიჩებე (90+3. დაფი)
გაფრთხილება: მაიგა -
გაძევება: კ. კოული (67) - გიბსონი (90+1)
კარში დარტყმა: 5-13 (3-8) კუთხური: 3-5 თამაშგარე: 2-6 ჯარიმა: 15-8 ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 35 005

ლივერპული-ფულჰემი 4:0

გოლები: 1:0 შკრტელი (8), 2:0 ჯერარდი (36), 3:0 დაუნინგი (51), 4:0 სუარესი (90)
ლივერპული (4-3-3): რეინა - გ. ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ხ. ენრიკე - ჯერარდი, ლუკასი (83. კარაგერი), შელვი (71. ალენი) - დაუნინგი, სუსო (71. სტერლინგი), სუარესი
ფულჰემი (4-4-1-1): შვარცერი - რიტერი, ჰანგელანდი, ჰიუზი, რიისე - კარაგუნისი, ბერდი, დეჟაგა, კაჩანიკლიჩი (46. როდალიეგა) - რიჩარდსონი (54. ფრეი) - ბერბატოვი
გაფრთხილება: გ. ჯონსონი - დეჟაგა, კარაგუნისი
კარში დარტყმა: 16-5 (8-5) კუთხური: 8-2 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 13-6 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 44 570

VideoSportall.Ge
ლივერპული - ფულჰემი 4:0


სუონსი-იუნაიტედი 1:1
გოლები: 0:1 ევრა (16-პენ), 1:1 მიჩუ (29)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - ბ. დევისი, უილიამსი, ჩიკო, ტინდალი - აგუსტიენი (87. შეხტერი), ბრიტონი (62. კი) - რუტლეჯი, დე გუზმანი (70. მური), დაიერი - მიჩუ
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ევრა, ვიდიჩი, ევანსი, ფ. ჯონსი - კერიკი, კლევერლი (85. სქოულზი), ვალენსია (62. ხ. ერნანდესი), იანგი - რუნი (78. გიგზი), ვან პერსი
გაფრთხილება: ჩიკო, უილიამსი - ფ. ჯონსი, რუნი, ვან პერსი, სქოულზი
კარში დარტყმა: 14-12 (9-8) კუთხური: 3-6 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 11-16 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 20 650

VideoSportall.Ge
სუონსი - მანჩესტერ იუნაიტედი 1:1

VideoSportall.Ge
გაცეცხლებული რობინ ვან პერსი


ჩელსი-ასტონ ვილა 8:0
გოლები: 1:0 ტორესი (3), 2:0 ლუისი (29), 3:0 ივანოვიჩი (34), 4:0 ლემპარდი (59), 5:0 რამირესი (75), 6:0 ოსკარი (79-პენ), 7:0 აზარი (83), 8:0 რამირესი (91)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ე. კოული, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა - ლუისი, ლემპარდი (60. რამირესი) - აზარი, მატა (74. პიაზონი), მოზესი - ტორესი (67. ოსკარი)
ასტონ ვილა (5-3-2): გუზანი - ლოუტონი, ჰერდი, კლარკი, ბეიკერი, ლიშაი (80. ჯ. ბენეტი) - ვესტვუდი (56. აირლანდი), ჰოლმენი (80. ბოუერი), ბენანი - ბენტეკე, ვაიმანი
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 20-4 (15-2) კუთხური: 8-4 თამაშგარე: 4-5 ჯარიმა: 6-9 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 41 363

VideoSportall.Ge
ჩელსი - ასტონ ვილა 8:0


Sportall.Ge

ბომბარდირები: 13 - მიგელ მიჩუ (სუონსი); 12 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი); 11 - დემბა ბა (ნიუკასლი), ლუის სუარესი (ლივერპული).

მომდევნო ტური
26 დეკემბერი:
ევერტონი-უიგანი, ფულჰემი-საუთჰემპტონი, მანჩესტერ იუნაიტედი-ნიუკასლი, ნორვიჩი-ჩელსი, ქუინზ პარკი-ვესტ ბრომვიჩი, რედინგი-სუონსი, სანდერლენდი-მანჩესტერ სიტი, ასტონ ვილა-ტოტენჰემი, სტოკ სიტი-ლივერპული, არსენალი-ვესტ ჰემი გადაიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული