"ლივერპულის დერბიში თამაში ყოველთვის ძალიან ძნელია. პირველი ტაიმის ბოლოსკენ თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოვასწორეთ და ამის შემდეგ მეტოქეს ბევრი თავსატეხი გავუჩინეთ. კარგად მესმის, რომ კიდევ ერთი მარცხით ჩვენს გულშემატკივრებს ძლიერ დავწყვიტეთ გული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სიტუაციის გამოსწორებას უმოკლეს დროში შევძლებთ. დღეს კი საშინლად არ გაგვიმართლა", - თქვა "ევერტონთან" განცდილი მწარე მარცხის შემდეგ "ლივერპულის" თავკაცმა როი ჰოჯსონმა. ძნელი
რაღა თქმა უნდა, ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ გუნდი სეზონს ამაზე გაცილებით უკეთეს ადგილზე დაასრულებს, მაგრამ მისი თამაშის შემხედვარე, ტურიდან ტურამდე ვრწმუნდებით, რომ ამ ფორმაციის "ლივერპულს" წარმატებული მომავალი არა აქვს.
ამასობაში, პოპულარულმა საფეხბურთო ვებგვერდმა გოალ.ცომ-მა სახელდახელოდ შეადგინა მსოფლიოს ყველა დროის სენსაციურად გავარდნილი კლუბების რეიტინგი და იქვე პირობა დადო, რომ თუ "ლივერპული" პრემიერლიგას დაემშვიდობა, მას რეიტინგის სათავეში მიუჩენს ადგილს...
"ევერტონის" დამრიგებელი დევიდ მოიესი კი საკუთარი გუნდის თამაშის დონით მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩენილა, მაგრამ შეგირდების თავგანწირვით აღფრთოვანებულია. მოიესი დერბის საუკეთესო ფეხბურთელად ფილ ჯეგიელკას მიიჩნევს.
გასული ტურის უმთავრესი ამბავი მართლაც ლივერპულული დერბი იყო, მაგრამ აუტსაიდერებს თავი დავანებოთ, გამორჩეული კლუბების მატჩებს გადავხედოთ და "ოლდ ტრაფორდზე" მომხდარი სენსაციით დავიწყოთ. "იუნატედი" ამ სეზონში ჯერაც დაუმარცხებელია, მაგრამ რად გინდა, რვა ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ სამში გაიმარჯვა და ამ "ხუმრობა-ხუმრობაში" ერთპიროვნულ ლიდერ "ჩელსის" უკვე ხუთი ქულით ჩამორჩა, რაც ინგლისში არცთუ პატარა სხვაობად მიიჩნევა. თუკი "მანჩესტერი" აქამდე მხოლოდ სტუმრად კარგავდა ქულებს, ახლა უკვე შინ დასჯერდა ფრეს. არადა, სერ ალექსის ბიჭებს პირველივე ტაიმში თავი თითქოს უკვე ქუდში ჰქონდათ, მაგრამ შესვენების შემდეგ "ვესტ ბრომვიჩმა" დიდი გმირობა ჩაიდინა – "ოლდ ტრაფორდზე" ორბურთიანი ჩამორჩენის გაქვითვა მისთვის კი არა, ნებისმიერი სახელოვანი კლუბისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.
უეინ რუნი კი ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე ოციოდე წუთი დაჰყო. მასსა და ფერგიუსონს შორის რომ შავმა კატამ გაირბინა, ეს უკვე ყველამ გაიგო და როგორც ამბობენ, შორს არაა ის დღე, როცა რუნი "მანიუდან" აიბარგება.
დიდიე დროგბას გარეშე მოთამაშე "ჩელსიმ" სტუმრად "ასტონ ვილას" ვერაფერი დააკლო და მხოლოდ ნულოვან ფრეს გამორჩა. თუმცა ამ შედეგს კარლო ანჩელოტი არ აუღელვებია. მან მეტოქე შეაქო და განაცხადა, ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ, მთავარია, რომ ჩემმა გუნდმა საჩემპიონო თამაში დღესაც აჩვენაო.
"არისტოკრატთა" დანაკარგით შესანიშნავად ისარგებლა "მანჩესტერ სიტიმ" და პირველადგილოსანს ორი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა. "ბლექპულისა" და "სიტის" დაპირისპირებაში ორი თვისობრივად განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. თუკი საწყისი 45 წუთი მეტისმეტად დუნე გამოდგა და ლოგიკური ნულოვანი შედეგით დასრულდა, შესვენების შემდეგ თამაში გაიხსნა და იმის გარდა, რომ ხუთი გოლი გავიდა, კიდევ ორი ამდენი საგოლე მომენტი გამოუყენებელი დარჩა. შეუდარებელი იყო კარლოს ტევესი. გარდა იმისა, რომ საკუთარი გუნდის გამარჯვება დუბლით უზრუნველყო, "ქალაქელთა" არგენტინელმა კაპიტანმა მთელი მატჩის განმავლობაში დაუღალავად იშრომა, ბევრი ირბინა და გონივრული პასებიც არიგა. "ბლექპულმა" ქულის გადასარჩენად ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოლა და იმის მიუხედავად, რომ მსაჯის მიერ დამატებულ დროში მესამე გოლი გაუშვა, საფინალო სასტვენამდე ერთი ბურთის გაქვითვა მაინც მოასწრო.
"არსენალის" ბანაკის წევრები თავიანთ საჩემპიონო შანსებზე მოკრძალებულად კი საუბრობენ ხოლმე, თუმცა კი ქულებს სტაბილურად აგროვებენ და სადღეისოდ ღირსეული პოზიციაც უპყრიათ. არსენ ვენგერის გუნდმა ამ ტურში ხარისხიანი ფეხბურთიც ითამაშა და შესაშური ბრძოლისუნარიანობაც გამოავლინა. მოკლედ, "მეთოფეებმა" მორიგი სამი ქულა დამსახურებულად მოიპოვეს.
რვიდან მეშვიდე ფრეს ვეღარ შესწვდა და სეზონში პირველი მარცხი იწვნია "ფულემმა", "ტოტენჰემი" კი ამ ლონდონურ დერბიში გამარჯვების წყალობით ლიდერთა ჯგუფს შეუერთდა.
ტური დღეს აუტსაიდერთა დაპირისპირებით დასრულდება და "ბლექბერნსა" და "სანდერლენდს" სახიფათო ზონისთვის თავის დაღწევის ჩინებული შანსი მიეცემათ.
არსენალი-ბირმინგემი 2:1
გოლები: 0:1 ჟიგიჩი (33), 1:1 ნასრი (41. პენ), 2:1 შამახი (47)
არსენალი: ფაბიანსკი – ებუე, სკილაჩი, ჯურუ, კლიში – სონგი, უილშირი – ნასრი, დიაბი, არშავინი (70. როსიცკი) – შამახი (79. ბენდტნერი).
ბირმინგემი: ფოსტერი – კარი, რ. ჯონსონი, დანი, რიდჯუელი – ბ. ფერგიუსონი, ბოიერი (80. ოკონორი) – ს. ლარსონი, გლები, ფაეი (78. მერფი) – ჟიგიჩი.
გაძევება: უილშირი (90)
გაფრთხილება: 2-2; დარტყმა: 20(8)-10(3); ჯარიმა: 17-11; კუთხური: 7-3; ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 60 070
ბოლტონი-სტოკი 2:1
გოლები: 1:0 ლ. იონგი (22), 1:1 დელაპი (48), 2:1 კლასნიჩი (90)
ბოლტონი: იასკელაინენი – სტეინსონი, კეჰილი, ნაითი, რობინსონი – ლ. იონგი (87. მ. დევისი), მუამბა, ჰოლდენი, მ. პეტროვი (65. მ. ტეილორი) – კ. დევისი, ელმანდერი (79. კლასნიჩი).
სტოკი: სორენსენი – ჰუტი, შოუკროსი, ფაიე, კოლინზი – პენანტი (67. ფულერი (78. გუდიონსენი), უიტეჰედი, დელაპი, ეთერინგტონი – კ. ჯოუნსი, უოლტერსი (86. უელანი).
გაძევება: კლასნიჩი (90)
გაფრთხილება: 2-2; დარტყმა: 12(6)-9(3); ჯარიმა: 13-7; კუთხური: 5-6; ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 22 975
ფულემი-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 1:0 დ. კამარა (30), 1:1 პავლიუჩენკო (31), 1:2 ჰადლსტოუნი (63)
ფულემი: შვარცერი – ბეირდი, ა. ჰიუზი, ჰანგელანდი, სალსიდო – ს. დევისი, გრინინგი (84. ე. ჯონსონი), დ. მერფი (52. ს. კელი), დემპსი – დემბელე (75. გერა), დ. კამარა.
ტოტენჰემი: გომესი – ჰატონი, გალასი, ლ. კინგი (44. ბასონგი), ასუ-ეკოტო – ჰადლსტოუნი, სანდრო (46. ლენონი) – მოდრიჩი, ვან დერ ვაარტი, ბეილი – პავლიუჩენკო (70. კრაუჩი).
გაფრთხილება: 1-1; დარტყმა: 18(5)-18(5); ჯარიმა: 9-13; კუთხური: 4-11; ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 25 615
მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი 2:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ერნანდესი (5), 2:0 ნანი (25), 2:1 ევრა (50. ს.კ.), 2:2 ჩოი (55)
მანჩესტერი: ვან დერ სარი – რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა – ნანი, ქერიკი (72. სქოულზი), ანდერსონი (72. რუნი), გიგზი (43. გიბსონი) – ბერბატოვი, ერნანდესი.
ვესტ ბრომვიჩი: კარსონი – ხარა, ტამაში, ოლსონი, შორი – შარნერი, მულუმბუ – ჩოი (69. ტომასი), მორისონი (86. დორანსი), ბრანტი – მ. ფორჩუნი (79. ბედნარი)
გაფრთხილება: 1-2; დარტყმა: 20(6)-9(2); ჯარიმა: 10-10; კუთხური: 3-2; ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 75 272
ნიუკასლი-უიგანი 2:2
გოლები: 0:1 ნზოგბია (22), 0:2 ნზოგბია (23), 1:2 ამეობი (72), 2:2 კოლოჩინი (90)
ნიუკასლი: კრული – პერჩი (88. რეინჯერი), უილიამსონი, კოლოჩინი, ხოსე ენრიკე – ტიოტე, გუტრი (66. რუტლიჯი), გუტიერესი, ბარტონი – კეროლი, ლოვენკრანდსი (61. ამეობი).
უიგანი: ალ ჰაბსი – ბოისი, კოლდუელი, ალკარასი, მ. ფიგეროა – ტომასი, მაკკარტი – სტამი (80. ქლივერლი), გომესი, ნზოგბია (90. დიამე)– დი სანტო (66. ჰოდალეგა).
გაფრთხილება: 2-1; დარტყმა: 14(4)-8(3); ჯარიმა: 16-17; კუთხური: 6-3; ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 44 415
ვულვზი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 1:0 ჯერვისი (10), 1:1 ნოუბლი (53. პენ)
ვულვზი: ჰანემანი – ფოლი, კრედოკი (5. სტირმენი), მანსიენი, ბერა, უორდი – ედვარდსი (88. ებენქს-ბლეიქი), ჯერვისი, დ. ჯონსი – დოლი, ს. ფლეტჩერი (67. ვან დამე).
ვესტ ჰემი: გრინი – იაკობსენი, და კოშტა, გებიდონი, ბენ ჰაიმი – დაიერი (77. კ. კოული), პარკერი, ნოუბლი, ბოა მორტე – ობინა, პიკიონი.
გაფრთხილება: 1-1; დარტყმა: 13(2)-14(4); ჯარიმა: 12-10; კუთხური: 8-3; ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 28 582
ასტონ ვილა-ჩელსი 0:0
ასტონ ვილა: ფრიდელი – ბეიე, ჯ. კოლინზი, დანი (13. კლარკი), უორნოკი – რეო-კოკერი, ს. პეტროვი – დაუნინგი, აირლენდი (84. სიდუელი), იანგი – კარეუ (74. დელფუნესო).
ჩელსი: ჩეხი – პ. ფერეირა (76. მაკერჩენი), ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული – მალუდა, ესიენი, რამირესი (76. ბოსინგვა), მიკელი – კაკუტა (46. ჟირკოვი), ანელკა.
გაფრთხილება: 4-3; დარტყმა: 13(2)-15(4); ჯარიმა: 11-12; კუთხური: 9-5; ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 40 122
ევერტონი-ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 კეჰილი (34), 2:0 არტეტა (50)
ევერტონი: ჰოვარდი – ფ. ნევილი, ჯეგიელკა, დისტინი, ბეინსი – ჰეიტინგა (72. ჰიბერტი), არტეტა (74. ბეკფორდი) – კოულმენი, კეჰილი, ოსმანი (46. ბილიალეტდინოვი) – აიეგბენი.
ლივერპული: რეინა – კარაგერი, კირიაკოსი, შკრტელი, კონჩესკი – ლუკასი (71. ნგოგი), მეირელეში – მაქსი (84. იოვანოვიჩი), ჯერარდი, ჯ. კოული (79. ბაბელი) – ტორესი.
გაფრთხილება: 2-3; დარტყმა: 13(4)-21(6); ჯარიმა: 10-10; კუთხური: 8-7; ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 39 673
ბლექპული-მანჩესტერ სიტი 2:3
გოლები: 0:1 ტევესი (67), 1:1 ჰეირვუდი (78), 1:2 ტევესი (79), 1:3 დავიდ სილვა (90), 2:3 ტეილორ-ფლეტჩერი (90)
ბლექპული: გილქსი – ერდლი (76. მ. ფილიპსი), ქეთჩარტი, ევატი, ქრეინი – გრანდინი (66. ჰეირვუდი), ვარნი, ვუგენი, ადამი – ტეილორ-ფლეტჩერი, დ. კემპბელი.
მანჩესტერ სიტი: ჰარტი – ჟ. ბოატენგი (76. რიჩარდსი), კომპანი, ლესკოტი, ბრიჯი – მილნერი, დე იონგი, ბერი – ა. ჯონსონი (85. ვიეირა), ადებაიორი (66. დავიდ სილვა), ტევესი.
გაფრთხილება: 0-2; დარტყმა: 16(4)-13(6); ჯარიმა: 9-12; კუთხური: 3-9; ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 16 116
ბლექბერნი-სანდერლენდი დღეს
1. ჩელსი 8 6 1 1 23-2 19
2. მანჩესტერ სიტი 8 5 2 1 12-5 17
3. არსენალი 8 4 2 2 18-10 14
4. მანჩესტერი 8 3 5 0 18-11 14
5. ტოტენჰემი 8 4 2 2 10-7 14
6. ვესტ ბრომვიჩი 8 3 3 2 11-14 12
7. ბოლტონი 8 2 5 1 12-12 11
8. ასტონ ვილა 8 3 2 3 9-12 11
9. სტოკი 8 3 1 4 9-11 10
10. ბლექპული 8 3 1 4 13-18 10
11. ევერტონი 8 2 3 3 8-7 9
12. ფულემი 8 1 6 1 9-9 9
13. უიგანი 8 2 3 3 6-15 9
14. ნიუკასლი 8 2 2 4 12-12 8
15. სანდერლენდი 7 1 5 1 7-7 8
16. ბლექბერნი 7 2 2 3 7-8 8
17. ბირმინგემი 8 1 4 3 8-12 7
18. ვულვზი 8 1 3 4 8-13 6
19. ლივერპული 8 1 3 4 7-13 6
20. ვესტ ჰემი 8 1 3 4 6-15 6
ჩემპიონატი. XI ტური
კარდიფი-ბრისტოლი 3:2
გოლები: 0:1 სოუკერი (5), 0:2 სტიდი (8), 1:2 ბოტროიდი (12), 2:2 უიტინგემი (46), 3:2 უიტინგემი (78)
სკანთორპი-დონკასტერი 1:3
გოლები: 1:0 უოლფორდი (11), 1:1 შარპი (31), 1:2 შარპი (59. პენ), 1:3 ოკონორი (72)
ბარნსლი-ნოტინგემი 3:1
გოლები: 1:0 დოილი (4), 2:0 გრეი (56. პენ), 2:1 მაკგუგანი (68), 3:1 ბატერფელდი (87)
კრ. პალასი-მილუოლი 0:1
გოლი: 0:1 რობინსონი (53)
გაძევება: დევისი (90. კრ. პალასი)
დერბი-პრესტონი 3:0
გოლები: 1:0 მოქსი (21), 2:0 ბუენო (32), 3:0 სევიჯი (90. პენ)
გაძევება: ტრეისი (90. პრესტონი)
იფსვიჩი-ქოვენთრი 1:2
გოლები: 0:1 პლატი (19), 0:2 იუტკევიჩი (56. პენ), 1:2 სკოტლენდი (58)
ლესტერი-ჰალი 1:1
გოლები: 1:0 ა. კინგი (3), 1:1 კორენი (52)
პორტსმუთი-უოტფორდი 3:2
გოლები: 1:0 მულინსი (17), 1:1 მ. ტეილორი (67), 1:2 მაკგინი (70), 2:2 კიტსონი (72), 3:2 მ. ბრაუნი (80)
ქუინზ პარკი-ნორვიჩი 0:0
რედინგი-სუონსი 0:1
გოლი: 0:1 ს. სინკლერი (35)
შეფილდ იუნ.-ბარნლი 3:3
გოლები: 0:1 მერნი (49), 0:2 იგლზი (54. პენ), 1:2 ბოგდანოვიჩი (57), 2:2 ლოუტონი (82), 3:2 იეტსი (90), 3:3 ხ. როდრიგესი (90)
მიდლსბრო-ლიდსი 1:2
გოლები: 0:1 სომა (12), 1:1 ბოიდი (53), 1:2 ბეკიო (63)
1. ქუინზ პარკი 11 8 3 0 24-3 27
2. კარდიფი 11 7 2 2 19-10 23
3. ნორვიჩი 11 6 2 3 17-13 20
4. სუონსი 11 6 1 4 15-12 19
5. უოტფორდი 11 5 3 3 23-15 18
6. იფსვიჩი 11 5 3 3 14-11 18
7. ქოვენთრი 11 5 3 3 16-14 18
8. ბარნლი 11 4 5 2 18-11 17
9. ლიდსი 11 5 2 4 18-19 17
10. რედინგი 11 4 4 3 14-10 16
11. მილუოლი 11 4 4 3 16-14 16
12. დონკასტერი 11 4 4 3 16-16 16
13. დერბი 11 4 3 4 18-12 15
14. ბარნსლი 11 4 3 4 17-18 15
15. ნოტინგემი 11 2 7 2 12-12 13
16. ჰალი 11 3 4 4 8-14 13
17. პორტსმუთი 11 3 3 5 16-17 12
18. შეფილდი 11 3 3 5 8-15 12
19. სკანთორპი 11 3 2 6 12-15 11
20. მიდლსბრო 11 3 2 6 12-20 11
21. პრესტონი 11 3 1 7 14-23 10
22. ლესტერი 11 2 3 6 14-24 9
23. კრ. პალასი 11 2 2 7 9-20 8
24. ბრისტოლი 11 1 3 7 10-22 6
პირველი ლიგა. XII ტური
ბორნმუთი-მილტონი 3:2
ბრისტოლი-როჩდეილი 2:1
ჩარლტონი-ბრაიტონი 0:4
დაგენჰემი-უოლსოლი 1:1
ექსეტერი-კარლაილი 2:1
ჰადერსფილდი-საუთჰემპტონი 2:0
ლეიტონი-ჰარტლპული 1:0
ნოთსი-პლიმუთი 2:0
ოლდემი-კოლჩესტერი 0:0
პიტერბრო-სუინდონი 5:4
ტრანმერი-ბრენტფორდი 0:3
იოვილი-უენსდი 0:2
მეორე ლიგა. XII ტური
აკრინგტონი-როტერჰემი 2:3
ალდერშოტი-მორეკომბი 2:1
ბრედფორდი-ჩელტენემი 3:1
მაკლსფილდი-ოქსფორდი 3:2
ნორტჰემპტონი-ჰერეფორდი 3:4
პორტ ვეილი-ჯილინგემი 0:0
შრიუსბერი-ლინკოლნი 2:0
საუთენდი-ქრიუ 0:2
სტივენეიჯი-ბარტონი 2:1
სტოკპორტი-ბარნეტი 2:1
ტორკი-ბერი 3:4
უიკომბი-ჩესტერფილდი 1:2
კონფერენსი. XVI ტური
უიმბლდონი-გეიტსჰედი 1:0
ალტრინჰემი-ფლიტვუდი 1:0
კემბრიჯი-ბეროუ 3:1
ქროული-ნიუპორტი 2:3
ისტბურნი-ლუტონი 2:4
ფორესტ გრინი-ჰისტონი 0:1
გრიმსბი-საუთპორტი 1:1
ჰეისი-რექსემი 0:3
კეტერინგი-კიდერმინსტერი 1:1
მენსფილდი-დარლინგტონი 1:1
ტემუორთი-რაშდენი 1:2
იორკი-ბათი 1:1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"