აგენტი: სამირ ნასრი "მანჩესტერ სიტიში" თავს გარიყულად გრძნობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის, სამირ ნასრის აგენტი ჟან-პიერ ბერნესი აცხადებს, რომ მისი კლიენტი გუნდში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხების მთავარ მიზეზად ბევრმა ფრანგი ფეხბურთელი დაასახელა.

თავის მხრივ, "სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ მატჩის შემდეგ ნასრი ჯერ გასახდელში პირადად გამოლანძღა, შემდეგ კი სახალხოდ გააკრიტიკა.

"ნასრი თავს გუნდისგან გარიყულად გრძნობს. ვფიქრობ, ის გულის სიღრმეში ძალიან განიცდის იმას, რაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში მოხდა, რადგან მისი კრიტიკა უსამართლო იყო", - თქვა აგენტმა.

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური: სუპერდერბი ფერგის
საყვარელი სცენარით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული