რობერტო მანჩინი: ეტყობა, მსაჯმა შობას მაგრად მოილხინა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი "სანდერლენდთან" შეხვედრაში მსაჯის, კევინ ფრენდის გადაწყვეტილებებით უკიდურესად უკმაყოფილო დარჩა.

ინგლისის ჩემპიონატის მე-19 წუთის მატჩში "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "სანდერლენდთან" 0:1 დამარცხდა და თან ის ერთადერთი გოლიც "ქალაქელთა" ყოფილმა მოთამაშემ ადამ ჯონსონმა გაიტანა.

იქამდე კი, სანამ ჯონსონი გადამწყვეტ დარტყმას შეასრულებდა, არბიტრს გამოეპარა კრეიგ გარდნერის უხეში თამაში პაბლო საბალეტას წინააღმდეგ.

"კიდევ კარგი, არბიტრმა წითელი ბარათი საბალეტას არ უჩვენა...

იქამდე, სანამ ბურთს ჯონსონი მიიღებდა, საბალეტაზე აშკარა უხეში თამაში იყო.

გასაოცარია, მაგრამ ერთბაშად ორმა არბიტრმა ვერ შენიშნა ეს ეპიზოდი.
ეტყობა, მსაჯმა შობას მაგრად მოილხინა",
- სარკაზმით თქვა იტალიელმა.


VideoSportall.Ge
სანდერლენდი - მანჩესტერ სიტი 1:0


"არ ვიცი, როგორ შეიძლებოდა ამ მატჩის წაგება. ბრწყინვალედ ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ გავუშვით და თავად ვეღარ გავიტანეთ.

ჩემს
თავდამსხმელებს სერიოზული მუშაობა მართებთ თავიანთ ფორმაზე.

სულ ერთია, რამდენია ახლა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩვენი ჩამორჩენა - ხუთი, ექვსი თუ შვიდი ქულა. სეზონი გრძელია. "წითელი ეშმაკები" ძალიან ბევრ გოლს უშვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დეფიციტის აღმოფხვრა შეგვეძლება",
- აქვეყნებს მანჩინის სიტყვებს "მანჩესტერ სიტის" ოფიციალური გვერდი.

ინგლისის ჩემპიონატის მომავალ ტურში "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "ნორვიჩთან" ითამაშებს.

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური: "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩვეულ ამპლუაში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული