ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სიმამაცე ბრძოლაში
"მანჩესტერ იუნაიტედის" განუმეორებელ ხასიათზე წერა ხშირად გვიწევს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - გამარჯვებისკენ სწრაფვა "წითელ ეშმაკებს" სხვებზე აღმატებულად აქვთ სისხლში.

ამას წლევანდელი სტატისტიკაც მოწმობს. პრემიერლიგის 19 ტურში "იუნაიტედი" 14-ჯერ აგებდა მატჩს. აქედან 9 მოიგო, 2-ჯერ კი ფრედ დაასრულა.

სულაც არ გვიკვირს, რომ ალექს ფერგიუსონის გუნდს ჩემპიონატში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს. რობინ ვან პერსისა და კომპანიის საშუალო შედეგიანობა 2.5-ს აღემატება.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - ნიუკასლი 4:3


"ნიუკასლთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ დიადმა შოტლანდიელმა თავისი გუნდის გამოსვლა შეაჯამა:

"დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ,
რამდენად გამბედავია ჩემი გუნდი. ეს ფანტასტიკურია. ფეხბურთელებს, უბრალოდ, არ უნდოდათ დანებება.

პირველი ტაიმის წაგების შემდეგ თამაში მთლიანად შემოვატრიალეთ.

"ნიუკასლის" მეორე გოლი მსაჯმა იმიტომ ჩათვალა, რომ ავტოგოლი იყო, მაგრამ პაპის სისე ამ მომენტში მაინც იყო თამაშში ჩართული. რამდენიმე წამით ადრე მან ჯონი ევანსს ხელზე დაქაჩა. ასე რომ, მასზე პასიური თამაშგარე არ უნდა დაფიქსირებულიყო.

მთავარმა
არბიტრმა თუ ვერ დაინახა, ლაინსმენს უნდა მიექცია ყურადღება. ვფიქრობ, მაიკ დინის მიერ მომენტის ერთპიროვნულად განსჯა ცუდი გადაწყვეტილება იყო".

იტალიელი დამნაშავეს ეძებს
რობერტო მანჩინისა
და "სიტის" ბოსებს შორის ურთიერთობათა გაუარესებაზე ჭორები არაერთხელ გვსმენია. განსაკუთრებით გააქტიურდა ეს ხმები მას მერე, რაც იტალიელმა ზედიზედ მეორედ ვერ მოახერხა უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გაყვანა.

შარშან "ქალაქელები" ევროპის ლიგაზე მაინც გადაერთვნენ, წელს კი ბოლო ადგილზე გავიდნენ, თანაც ისე, რომ 6-დან ვერც ერთი შეხვედრა ვერ მოიგეს.

რამდენად იმოქმედებს ევროპული წარუმატებლობები მანჩინის მანჩესტერულ მომავალზე, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ყველაზე დამთრგუნველი, რაც სანდერლენდის "სტედიუმ ოფ ლაითსზე" მოხდა, იყო ის, რომ "სიტის" მისმა ყოფილმა ფეხბურთელმა ადამ ჯონსონმა გაუტანა. ინგლისის ნაკრების წევრი კი "ეტიჰადზე" მანჩინის წყალობით ღრმა რეზერვისტად იყო ქცეული.

VideoSportall.Ge
სანდერლენდი - მანჩესტერ სიტი 1:0


მატჩის დასრულების შემდეგ "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი წაგებაში დამნაშავეს, ტრადიციულად, სხვაში ეძებდა. მაგალითად, რითია ცუდი, თუკი ყველაფერი არბიტრ კევინ ფრენდს დაბრალდება?

"ჰკითხეთ მთავარ მსაჯს, იქნება პედრო საბალეტასთვის წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა და დაავიწყდა?! ჰკითხეთ, რატომ ვერ დაინახა მან წესის დარღვევა იქამდე, ვიდრე ადამ ჯონსონი ბურთს მიიღებდა და გაგვიტანდა?!

უცნაურია, რომ მსაჯებმა ეს ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვეს. ვფიქრობ, რომ შობის დღესასწაულის შემდეგ ისინი ჯერაც ვერ მოსულან გონებაზე.

არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა წააგო ასეთი თამაში. თავიდან კარგად გამოვიყურებოდით, მერე გავუშვით და გათანაბრება ვეღარ მოვახერხეთ.

ჩემს თავდამსხმელებს ბევრი შრომა მოუწევთ, რათა ფორმაში ჩადგნენ.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ქულაა განსხვავება ჩვენსა და "იუნაიტედს" შორის, ხუთი, ექვსი თუ შვიდი. მეტოქე ბევრს გოლს უშვებს, სეზონი კი გრძელია და სხვაობის გაბათილება შეგვიძლია",
- განაცხადა მანჩინიმ.

ტურის მწვრთნელი
"სტოკ სიტის" თავკაცი ტონი პულისი მატჩის შემდეგ გახარებული იყო. უელსელი ყველაზე მეტად იმით ამაყობდა, რომ მისმა გუნდმა ყველა დავალება პირნათლად შეასრულა.

აქამდე "მეთიხეებს" შეკრულ, უხეშობამდე მისულ ხისტ გუნდად იცნობდნენ. "ლივერპულთან" ისინი მოედანზე თითქოს ნიღაბჩამოხსნილები გამოვიდნენ.

ჩვენ სულ სხვა "სტოკი" ვიხილეთ. მას შემდეგ, რაც "წითლებს" თამაში არ წაუვიდათ, მეტოქეების პროვოკაციაზე წამოკიდებაც სცადეს. მაგალითად, ჯონჯო შელვი რობერტ ჰუთს "გაეჭიმა", მაგრამ მასპინძლებმა ეს გამოცდაც ჩააბარეს და ალალად დაიმსახურეს კარგი ბიჭების სახელი.

"სეზონის განმავლობაში არაერთი მატჩი იყო, რომელშიც უფრო მეტი მომენტი შევქმენით, მაგრამ მაინც 0:0 დავასრულეთ. "ლივერპულს" დიდ პატივს ვცემთ და მასზე გამარჯვება კიდევ უფრო მეტ ღირსებას გვმატებს", - განაცხადა ტონი პულისმა.

ტურის გმირი
ცხადია, როცა ფეხბურთელს ერთ შეხვედრაში სამი გოლი გააქვს და მისი გუნდიც დამაჯერებლად იგებს ამ მატჩს, ჰეთ თრიკის ავტორი უფლებას აღარ გიტოვებს, რომ ტურის საუკეთესო მოთამაშეზე დიდხანს იფიქრო.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მორალურად განადგურებულ "ასტონ ვილასთან" მოგება არ არის ყველაზე რთული საქმე, მაგრამ... 23 წლის უელსელი ნახევარმცველის, გარეთ ბეილის ღვაწლს ნამდვილად სჭირდება დაფასება.

Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

ბომბარდირები
13 - მიგელ მიჩუ (სუონსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
11 - დემბა ბა (ნიუკასლი), ლუის სუარესი (ლივერპული)
10 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)
9 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)
8 - მარუან ფელაინი (ევერტონი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი)
7 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), სანტი კასორლა (არსენალი), ფერნანდო ტორესი (ჩელსი) უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ხუან მატა (ჩელსი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი)

ასისტენტები
7- უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ხუან მატა (ჩელსი)
6 - ედენ აზარი (ჩელსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
5 - ბრაიან რუისი (ფულჰემი), ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), დემიენ დაფი (ფულჰემი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული)

გოლი+პასი
19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 13+6
14 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) 7+7, მიგელ მიჩუ (სუონსი) - 13+1, ხუან მატა (ჩელსი) - 7+7
13 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 11+2
12 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 7+5, დემბა ბა (ნიუკასლი) - 11+1, ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) 10+2
11 - მარუან ფელაინი (ევერტონი) - 8+3, სანტი კასორლა (არსენალი) 7+4, გარეთ ბეილი (ტოტენჰემი) 9+2
10 - ლუკას პოდოლსკი (არსენალი) 5+5, ედენ აზარი (ჩელსი) 4+6

გაფრთხილებები
7 - კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ანხელ რანხელი (სუონსი), დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ლუის სუარესი (ლივერპული)
6 - მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)
3. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
4. სანტი კასორლა (არსენალი)
5. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
188 მატჩი
131 მოგება
57 ფრე
95 მშრალად შენახული კარები
17 უგოლო მატჩი
526 გოლი
5 ჰეთ თრიკი
31 პენალტი
16 ჯარიმა
105 თავით
374 ფეხით (+სხვა)
2.80 საშუალო შედეგიანობა
23 ავტოგოლი
468 ფეხბურთელი
26.0 საშუალო ასაკი
303 ლეგიონერი
71 ეროვნების მოთამაშე
578 ყვითელი ბარათი
25 წითელი ბარათი
8 გაძევება ორი ყვითლით
17 გაძევება წითელი ბარათით

მომდევნო ტური
29 დეკემბერი
სანდერლენდი-ტოტენჰემი 16:45
ასტონ ვილა-უიგანი 19:00
ფულჰემი-სუონსი 19:00
იუნაიტედი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ნორვიჩი-სიტი 19:00
რედინგი-ვესტ ჰემი 19:00
სტოკ სიტი-საუთჰემპტონი 19:00
არსენალი-ნიუკასლი 21:30

30 დეკემბერი
ევერტონი-ჩელსი 17:30
ქუინზ პარკი-ლივერპული 20:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური: "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩვეულ ამპლუაში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული