"ბლექბერნის" მთავარ მწვრთნელად ჰენინგ ბერგი დაინიშნა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვარსკვლავი ჰენინგ ბერგი სტივ კინის ნაცვლად "ბლექბერნის" მთავარ მწვრთნელად ოქტომბრის ბოლოს დანიშნეს.

შოტლანდიელ მწვრთნელს კლუბის ხელმძღვანელობა იმაზე საყვედურობდა, რომ "ვარდები" იმ მომენტისთვის მე-7 ადგილზე იყვნენ.

ნორვეგიელისგან კლუბი სწორედ პრემიერლიგაში დაბრუნებას ითხოვდა, მაგრამ... ზუსტად 57 დღის თავზე მასაც კარისკენ მიუთითეს.

ხელშეკრულებები გაუუქმდათ მის მიერ "ივუდ პარკზე" მოყვანილ თანაშემწეებსაც. ორი თვის განმავლობაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ 1 მოიგო და 4 ფრედ ითამაშა. მაქსიმალური 30-დან 7 ქულის აღების გამო "ბლექბერნი" მე-17 ადგილამდე დაეშვა. განსხვავება გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 7 ქულას
შეადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული