ლუის სუარესი "ქუინზ პარკთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"სტოკ სიტისთან" მატჩის დასრულების შემდეგ ლუის სუარესს ტერფის ტკივილი გაუმწვავდა.

შესაძლოა, ის 30-ში "ქუინზ პარკთან" XX ტურის შეხვედრას დააკლდეს. 25 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ამ პრობლემას უკვე დიდი ხანია ებრძვის, მაგრამ უპირველესად გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ოპერაციაზე უარს ამბობს.

მოგეხსენებათ, "წითლებს" მის გარდა სუფთა თავდამსხმელი შემადგენლობაში არ ჰყავთ. თუკი ლუისი ლონდონელებთან შეხვედრისთვის მწყობრში ვერ ჩადგება, მისი შეცვლა ამპლუით ნახევარმცველ ჯონჯო შელვის მოუწევს.

საბოლოო გადაწყვეტილებას ბრენდან როჯერსი მხოლოდ შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული