რობერტო მანჩინი იანვარში ფულს ვერ მიიღებს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა რობერტო მანჩინის ბრმად აღარ ენდობა და შესაბამისად, კლუბი იანვარში შემადგენლობის გასაძლიერებლად ფულის გამოყოფას არ აპირებს.

მიზეზი დღესავით ნათელია. იტალიელის საკადრო პოლიტიკა მოიკოჭლებს. ამის მაგალითია ზაფხულზე 8 მილიონ ფუნტად ნაყიდი სკოტ სინკლერი.

23 წლის ფეხბურთელს ჩემპიონატის 19 ტურში მხოლოდ 6-ჯერ აქვს ნათამაშები და აქედან მხოლოდ 2-ჯერ ძირითადში.

მანჩინის მიერ დაწუნებულმა ადამ ჯონსონმა კი "სიტის" უკანასკნელ ტურში თავბედი აწყევლინა. შეიხი მანსური მიიჩნევს, რომ მანჩინიმ მის წინაშე დასახული ამოცანების გადაჭრა ამჟამინდელი შემადგენლობითაც უნდა შეძლოს.

მით უმეტეს, რომ ქალაქელები
ევროთასებზე უკვე აღარ თამაშობენ. ერთადერთი გამონაკლისი შესაძლოა "მალაგადან" ისკოს შეძენა გახდეს და ისიც იმიტომ, რომ 20 წლის ესპანელ პლეიმეიკერს რეკომენდაციას "სიტის" ახალი სპორტული მენეჯერი ჩიკი ბეგირისტაინი უწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული