ალექს მაკლიშს "მეტყევეები" ჩააბარეს

AutoSharing Option
"ნოტინგემ ფორესტმა" შონ ოდრისკოლი მთავარ მწვრთნელად ივლისში მიიწვია.

55 წლის ინგლისელის სახელს გუნდის აღმავლობას უკავშირებდნენ, ფიქრობდნენ, რომ მასთან ერთად უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში პრემიერლიგაში გადასასვლელად ბრძოლა გახდებოდა შესაძლებელი.

თუმცა ნოტინგემელებს იმედი გაუცრუვდათ. 24-ე ტურის შემდეგ მას კარისკენ მიუთითეს.

კლუბმა შემცვლელი მალევე მონახა, "რეინჯერსისა" და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ალექს მაკლიში.

53 წლის შოტლანდიელი მიმდინარე წლის მაისის შემდეგ უმუშევარი იყო. ბოლოს ის "ასტონ ვილას" ედგა სათავეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული