"პირველი 25 წუთი მშვენიერი თამაში ვაჩვენეთ და სამი ან ოთხი გოლი უნდა გაგვეტანა.
არ ვიცი ნასრი რატომ გააძევეს და რა დაინახა ასეთი გვერდითმა არბიტრმა მაგ მომენტში. 10 ფეხბურთელით თამაში რთული იყო.
საერთო ჯამში ჩემმა გუნდმა შეძლო და კარგი ფეხბურთი ანახა. დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ", - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ "სიტი" 20 ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" 7 ქულით ჩამორჩება, რომელიც სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება.
ნორვიჩი - მანჩესტერ სიტი 3:4