ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური: სიგიჟის დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
2013 წელს პრემიერლიგის პირველი გოლი "უაით ჰართ ლეინზე" მატჩის მე-5 წუთზე გავიდა. პაველ პოგრებნიაკი გილფი სიგურდსონმა ძირს დასცა.

იან ჰარტმა ძლიერად დასცხო საჯარიმო, ზუსტად ისე, როგორც მას კარიერის პიკზე, "ლიდსში" სჩვეოდა. ბურთი ხარიხას მოხვდა. დამატებაზე პირველი რუსი თავდამსხმელი გაჩნდა და ანგარიში გახსნა.

"არისტოკრატებმა" დიდხანს მშრალად მაინც ვერ გაძლეს. 5 წუთში სიგურდსონის კუთხურს მაიკლ დოუსონი შედეგიანი თავურით გამოეხმაურა. მასპინძლებს პირველ ტაიმში კიდევ შეეძლოთ გატანა.

მუსა დემბელესა და ჯერმეინ დეფოს შორეული დარტყმები არაზუსტი აღმოჩნდა, სანდროს ცდას კი წინ ადამ ფედერიჩი აღუდგა. მეორე
ნახევარი ისევ "დეზების" შეტევებით განახლდა.

51-ეზე აარონ ლენონის რბილი ჩაწოდება ემანუელ ადებაიორმა ეფექტური თავურით დააგვირგვინა.

"რედინგმა" ამის შემდეგ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა. გატანა შეეძლოთ პოგრებნიაკსა და ჯიმი კებეს. მათ სიზუსტემ უმტყუნა.

აი, ალექს პირსის დარტყმა კი დოუსონმა ხაზიდან გამოიტანა. სტუმართა საბრძოლო განწყობა წამიერად ჩაქრა მას მერე, რაც შეცვლაზე შესულმა კლინტ დემპსიმ 30 მეტრიდან უცნაური ტრაექტორიით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ამავე მანძილიდან შეეძლო თავის გამოჩენა სკოტ პარკერსაც, მაგრამ მას ფედერიჩიმ აუღო.

მარტივი მოგება და...
"სიტის" შინ "სტოკთან" უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა. მარტო კუნ აგუეროს 3-4 ბურთის გატანა შეეძლო, მაგრამ არგენტინელს ან სიზუსტე არ ჰყოფნიდა, ან კიდევ ძელს უმიზნებდა.

სამაგიეროდ, პირველივე მომენტი გამოიყენა პაბლო საბალეტამ. მან მეტოქე მცველების მიერ ცუდად მოგერიებული ბურთით ისარგებლა. სტუმრებს ჯო ჰარტის კარისკენ, პრაქტიკულად, არც გაუხედავთ.

ვიდრე "ქალაქელები" უპირატესობას გაზრდიდნენ, ედინ ჯეკომ კიდევ ერთი კარგი მომენტი გააფუჭა.

სამაგიეროდ, ბოსნიელს ასმირ ბეგოვიჩის მოგერიებულზე აღმოაჩნდა დროული რეაქცია. ერთ მეტრში ჩასაფრებულმა იოლი ბურთი ჩაიწერა ანგარიშზე.

შეხვედრას წერტილი აგუერომ დაუსვა, როცა დავიდ სილვას საჯარიმოს გარეთ წაქცევისთვის შეცდომით დანიშნული პენალტი მშვიდი სინდისით გაიტანა.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ სიტი - სტოკი 3:0


კიდევ უფრო იოლი სამი ქულა
არანაკლები დამთრგუნველი უპირატესობა ჰქონდა მოწინააღმდეგესთან "მანჩესტერ იუნაიტედს". "ეშმაკები" "უიგანს" ისე ეთამაშენენ, როგორც უფროსკლასელები პატარებს. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივარს პირველ გოლამდე ცდა დიდხანს მოუხდა, მას მოწყენის საშუალება არ ჰქონია.

სტუმრები რეგულარულად ამწვავებდნენ სიტუაციას ალი ალ ჰაბსის საჯარიმოში. 35-ე წუთზე ანტონიო ვალენსიას დარტყმას წინ მცველები გადაეღობნენ, მაგრამ ბურთი "ჩიჩარიტოს" მიუვიდა, ვინც ის კარში დაუბრკოლებლად გადაგზავნა.

მექსიკელმა შეუწყო ხელი რობინ ვან პერსის მეორე გოლისას. ჰოლანდიელმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, მცველებს თავბრუ დაახვია და მოჭრილი დარტყმა მაღალ კუთხეს დაუმიზნა.

ხავიერს მე-60 წუთზეც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ხარიხას გადააცილა. ერნანდესმა თავისი მაინც გაიტანა. ამჯერად მას ბურთი საჯარიმოს გათამაშების შემდეგ მიუვიდა.

13-14 მეტრიდან დარტყმულმა მიზანს უწია. ბოლო აკორდი ისევ დაცვის შეცდომას მოჰყვა: დენი უელბეკი ჟან ბოსეჟურის უაზრო პასს ბოლომდე მიჰყვა და ცარიელ კართან მდგომ ვან პერსის დაუგორა. როგორც იტყვიან, დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო.

VideoSportall.Ge
უიგანი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:4


ხასიათის ცვალებადობა
"არსენალმა" 2012 წელი დიდი სანახაობით დაასრულა, როცა "ნიუკასლს" 7:3 მოუგო. განსხვავებული რამ ვნახეთ საუთჰემპტონის "სენტ მერიზე".

"წმინდანებმა" ფავორიტს, პრაქტიკულად, არ მისცეს შეტევების გაშლის საშუალება და თუკი მოედანზე რაიმე საინტერესო ხდებოდა, უმეტესად ვოიცეხ შჩესნის კართან. ანგარიში მას მერე გაიხსნა, რაც რამდენიმე არაზუსტი პასისა და კარში დარტყმის მცდელობის შემდეგ ბურთი გასტონ რამირესს მიუვიდა.

ურუგვაელმა კარს ზუსტად დაუმიზნა. ანგარიში მალე გათანაბრდა. თეო უოლკოტის ჯარიმის ჩაჭრა გილერმე დო პრადომ სცადა.

ბრაზილიელმა, მისდა სამწუხაროდ, მხოლოდ ის მოახერხა, რომ დევიდ სტოკდეილი დაამწუხრა. მეორე ტაიმში მასპინძლებს ანგარიშის შეცვლის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

"წმინდანებს" ცოტა არ გაუმართლათ კიდეც, როცა რამირესის ულამაზესი გოლი რიკი ლამბერტის აქტიური თამაშგარეს გამო გაუქმდა.

VideoSportall.Ge
საუთჰემპტონი - არსენალი 1:1


მოულოდნელობები
სუონსის "ლიბერთი სტედიუმზე" ყველანი "ასტონ ვილას" კიდევ ერთ მარცხს ელოდნენ, მაგრამ ბირმინგემელებმა ავად თუ კარგად მოახერხეს ფეხზე წამოდგომა.

"გედებს", განსაკუთრებით პირველ ტაიმში, დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ის მაინც 1:1 დასრულდა. სტუმრები მეორე ნახევარში წინაც გავიდნენ, მაგრამ უკანასკნელ წამებზე მაინც გატყდნენ. გაჭიანურებული შეტევა დევიდ გრემმა დააგვირგვინა.

ანალოგიური სცენარით წარიმართა შეხვედრა "ვესტ ბრომვიჩსა" და "ფულჰემს" შორის. მასპინძლები სერიოზულ უპირატესობას ფლობდნენ და მართებდათ კიდეც 3 ქულის აღება.

სხვა თუ არაფერი, ბურთი ორჯერ ძელსაც კი მოარტყეს, მაგრამ არ გაუმართლათ. ლონდონელებმა კი თავისი მცირერიცხოვანი საგოლე სიტუაციებიდან მაქსიმალური გამოწურეს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური

ვესტ ბრომვიჩი-ფულჰემი 1:2
გოლები: 0:1 ბერბატოვი (39), 1:1 ლუკაკუ (49), 1:2 კაჩანიკლიჩი (58)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - რიჯუელი, ტამაში, მაკოლი, ჯონსი - ბრანტი (84. ტორნი), მულუმბუ - ფორჩუნი (66. ოდემვინგე), მორისონი, გერა (65. ლონგი) - ლუკაკუ
ფულჰემი (4-4-2): სტოკდეილი - რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, ბრიგსი - სიდუელი, კარაგუნისი (76. როდალიეგა), დეჟაგა, კაჩანიკლიჩი - რუისი, ბერბატოვი (90+3. სენდეროსი)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 11-8 (6-3) კუთხური: 10-5 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 14-9 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 25 436

სიტი-სტოკი 3:0
გოლები: 1:0 საბალეტა (43), 2:0 ჯეკო (56), 3:0 აგუერო (74-პენ)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - კლიში, ლესკოტი, კომპანი, საბალეტა - ბერი, ი. ტურე - დ. სილვა (82. სინკლერი), აგუერო (77. ტევესი), მილნერი - ჯეკო (90+1. რაზაკი)
სტოკი (4-5-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, უილკინსონი - ნზონზი, უელანი, ადამი (68. უაიტჰედი), ჯერომი, უოლტერსი - ჯონსი (50. ეთერინგტონი)
გაფრთხილება: ჯეკო, ლესკოტი - ჰუთი, ნზონზი
კარში დარტყმა: 14-3 (7-2) კუთხური: 7-2 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 6-9 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 47 192

სუონსი-ასტონ ვილა 2:2
გოლები: 1:0 რუტლეჯი (9), 1:1 ვაიმანი (44), 1:2 ბენტეკე (84-პენ), 2:2 გრემი (90)
სუონსი (4-4-2): ვორმი - ბ. დევისი, უილიამსი, ჩიკო, რანხელი - ბრიტონი (79. აგუესტიენი), დე გუზმანი (62. კი), ერნანდესი, რუტლეჯი (66. ნ. დაიერი) - გრემი, მიჩუ
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ლოუტონი, ჰერდი, კლარკი, ჯ. ბენეტი - დელფი, ვესტვუდი (81. ბენანი), ოლბრაიტონი (85. ბოუერი), სტივენსი (68. ჰოლმენი) - ვაიმანი, ბენტეკე
გაფრთხილება: - კლარკი, ვაიმანი, სტივენსი, დელფი
კარში დარტყმა: 19-7 (9-4) კუთხური: 3-2 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 6-19 ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 20 406

ტოტენჰემი-რედინგი 3:1
გოლები: 0:1 პოგრებნიაკი (5), 1:1 დოუსონი (10), 2:1 ადებაიორი (51), 3:1 დემპსი (79)
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - ნაუტონი, ვერტონგენი, დოუსონი, უოლკერი - დემბელე (70. პარკერი), სანდრო, სიგურდსონი (76. დემპსი), ლენონი - დეფო, ადებაიორი (87/ ჯ. ლივერმორი)
რედინგი (4-4-2): ფედერიჩი - განტერი, მარიაპა, პირსი, ჰარტი - ლიგერტვუდი, კარაჯანი (57. რობსონ-კანუ), კებე, მაკანუფი (73. ლე ფონდრე) - გატრი - პოგრებნიაკი (84. ჰანტი)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 22-5 (12-3) კუთხური: 12-3 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 10-10 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 36 180

ვესტ ჰემი-ნორვიჩი 2:1
გოლები: 1:0 ნოუბლი (3-პენ), 2:0 ობრაიენი (26), 2:1 რ. მარტინი (89)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - ობრაიენი (71. ონილი), რიდი, ტომკინსი, დემელი - ნოუბლი, კოლისონი - ჯარვისი (85. სპენსი), ვას ტე (81. მაიგა), მ. ტეილორი - კ. კოული
ნორვიჩი (4-4-2): ბენი - ე. ბენეტი (83. რ. მარტინი), ტერნერი, ბასონგი, რ. მარტინი - ტეტი, ჰოუსონი, სნოდგრასი, პიკლინგტონი - ჰულაჰანი (70. ე. ბენეტი), კეინი (70. ჯექსონი)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 9-6 (6-3) კუთხური: 11-3 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 17-9 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 20 342

უიგანი-იუნაიტედი 0:4
გოლები: 0:1 ერნანდესი (35), 0:2 ვან პერსი (43), 0:3 ერნანდესი (63), 0:4 ვან პერსი (88)
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - ფიგეროა, კოლდუელი (69. სტამი), რამისი - მაკარტური, მაკარტი, ბოსეჟური, ბოისი - კონე, მელონი (86. მაკმანამანი), დი სანტო (70. გომესი)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, ფერდინანდი (69. სმოლინგი), ევანსი, ევრა - კერიკი (69. კაგავა), გიგზი, კლევერლი, იანგი (78. უელბეკი) - ერნანდესი, ვან პერსი
გაფრთხილება: კოლდუელი - სმოლინგი
კარში დარტყმა: 4-12 (0-8) კუთხური: 1-6 თამაშგარე: 2-4 ჯარიმა: 13-6 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 20 342

საუთჰემპტონი-არსენალი 1:1
გოლები: 1:0 რამირესი (34), 1:1 დო პრადო (41-ს.კ-ში)
საუთჰემპტონი (4-4-2): ბორუცი - შოუ, ფონტე, იოშიდა, კორკი - შნაიდერლინი, ს. დევისი, რამირესი (77. ვორდ-პრაუსი), პანჩეონი - დო პრადო (83. დე რიდერი), ლამბერტი (74. როდრიგესი)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, კოშელნი, ვერმალენი, გიბსი - არტეტა, უილშირი - კასორლა (74. რემსი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (74. ჟერვინიო), პოდოლსკი (58. ჟირუ) - უოლკოტი
გაფრთხილება: შნაიდერლინი, დე რიდერი -
კარში დარტყმა: 8-3 (6-1) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 5-2 ჯარიმა: 8-8 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 31 743

ჩელსი-ქუინზ პარკი 0:1
გოლი: 0:1 რაიტ-ფილიპსი (78)
ჩელსი (4-4-2): ჩეხი - ბერტრანი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა - ლამპარდი (79. რამირესი), ლუისი, ოსკარი, მარინი (60. აზარი) - ტორესი, მოზესი (75. მატა)
ქუინზ პარკი (4-4-2): ჟ. სეზარი - ონუოჰა, ნელსენი, ჰილი, ფაბიო - მბია, დერი, გრანერო (90. პარკი), ჯ. ჰოილეტი (15. რაიტ-ფილიპსი) - ტაარაბტი (90+1. კ. დაიერი), მაკი
გაფრთხილება: მარინი - ჰილი
კარში დარტყმა: 17-6 (3-4) კუთხური: 14-2 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 13-6 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 41 634

VideoSportall.Ge
ჩელსი - ქპრ 0:1


ლივერპული-სანდერლენდი 3:0

გოლები: 1:0 სტერლინგი (19), 2:0 სუარესი (26), 3:0 სუარესი (53)
ლივერპული (4-3-3): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი, შკრტელი (74. კარაგერი), უისდომი - ჯერარდი, ლუკასი, ჰენდერსონი (67. სუსო) - სტელინგი (57. ჯ. ალენი), დაუნინგი, სუარესი
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე - გარდნერი, კილგალონი, კუელიარი, როუზი (73. ვონი) - ლარსონი (62. მაკფადენი), კოლბეკი, მაკლინი, ა. ჯონსონი - სესინიონი (46. ფ. კემპბელი) - ფლეტჩერი
გაფრთხილება: - მაკლინი
კარში დარტყმა: 18-3 (10-2) კუთხური: 9-5 თამაშგარე: 7-0 ჯარიმა: 9-6 ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 44 428

VideoSportall.Ge
ლივერპული - სანდერლენდი 3:0


ნიუკასლი-ევერტონი 1:2
გოლები: 1:0 სისე (2), 1:1 ბეინსი (43), 1:2 ანიჩებე (60)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სანტონი, კოლოჩინი, უილიამსონი, პერჩი (87. რეინჯერი) - ტიოტე (80. ს. ამეობი), ანიტა, ობერტანი (66. ბიგირიმანა), მარვო - სისე, ამეობი
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - იაგიელკა, ჰეიტინგა, დისტენი, ბეინსი - ნევილი, ოსმანი - ნეისმიტი (67. ანიჩებე), პიენაარი, ფელაინი - იელავიჩი (88. ოვიედო)
გაფრთხილება: სისე, უილიამსონი, ტიოტე - ჰეიტინგა, პიენაარი
კარში დარტყმა: 7-11 (4-8) კუთხური: 3-8 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 12-16 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 49391

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

ბომბარდირები
16 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი); 15 - ლუის სუარესი (ლივერპული); 13 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი)

მომდევნო ტური
12 იანვარი:
ასტონ ვილა-საუთჰემპტონი, ევერტონი-სუონსი, ფულჰემი-უიგანი, ნორვიჩი-ნიუკასლი, რედინგი-ვესტ ბრომვიჩი, სტოკი-ჩელსი, სანდერლენდი-ვესტ ჰემი

13 იანვარი:
იუნაიტედი-ლივერპული, არსენალი-სიტი

14 იანვარი:
ქუინზ პარკი-ტოტენჰემი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული