ანხელო ენრიკესი "უიგანში" გადავიდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" დუბლების თავდამსხმელი, 18 წლის ჩილელი ანხელო ენრიკესი სეზონის მეორე ნაწილს "უიგანში" გაატარებს.

საიჯარო ხელშეკრულება ძალაში 2013 წლის ივნისის ბოლომდე იქნება. სამხრეთამერიკელთან "იუნაიტედმა" კონტრაქტი სექტემბერში გააფორმა, მაგრამ მას სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ U-21-წლამდელებში ეძლეოდა. მთავარი გუნდის განაცხადში ანხელო ერთხელაც არ მოხვედრილა.

ინგლისურ ფეხბურთთან უფრო სწრაფად ადაპტაციის მიზნით ალექს ფერგიუსონმა ნიჭიერი თავდამსხმელთან დროებით გამოთხოვება გადაწყვიტა. უკვე ცნობილია, რომ ენრიკესი "DW სტედიუმზე" 11 ნომრით ითამაშებს.

ენრიკესისგან განსხვავებით, "იუნაიტედი" საბოლოოდ დაემშვიდობა 20 წლის ნორვეგიელ თავდამსხმელ ჯოშუა კინგს. უკანასკნელმა 2 იანვარს "ბლექბერნთან" სრულფასოვანი ხელშეკრულება
გააფორმა.

დამატებითი პრობლემები სიტის

Sportall.Ge"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, 25 წლის სერხიო აგუერომ "სტოკ სიტისთან" მატჩის 75-ე წუთზე მუხლის მყესები დაიზიანა, რის გამოც ის გუნდს უახლოესი 10-12 დღის განმავლობაში ვერ შეეშველება.

"სერხიოს ამჟამინდელ მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ზუსტად როდის შეძლებს ის თამაშს, ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ დღესავით ნათელია, რომ "უოტფორდთან" მატჩში (5 იანვარი, ასოციაციის თასის მე-3 ეტაპი. რედ) მისი იმედი არ უნდა გვქონდეს. გვეეჭვება, თუნდაც "არსენალთან" შეხვედრამდე (13 იანვარი, 22-ე ტური) მოიკეთოს," - აცხადებს რობერტო მანჩინის ასისტენტი დევიდ პლატი.

აგუეროს გარდა, "ქალაქელები" მოისაკლისებენ სამირ ნასრისაც. 25 წლის ფრანგმა წინა ტურში "ნორვიჩთან" (4:3) სებასტიან ბასონგს უხეშობაზე თავის ჩარტყმითა და გაწევ-გამოწევით უპასუხა.

საფეხბურთო ასოციაციამ ნასრის ჭკუის სასწავლებლად 3 მატჩი გამოუყო. აქედან ერთი "სტოკთან" უკვე გაიმართა. ზედა აბზაცში შეგიძლიათ იხილოთ, თუ კიდევ რომელ შეხვედრებში მოუწევს მას ტრიბუნებზე ჯდომა.

უოლკოტის ახალი კონტრაქტის კონტურები
Sportall.GeSky Sports-ის ცნობით, 2 იანვარს "არსენალისა" და თეო უოლკოტის წარმომადგენლები ერთმანეთს კიდევ ერთხელ უნდა შეხვედროდნენ, რათა ჩრდილოლონდონელთა ბანაკში 23 წლის ვარსკვლავის დარჩენის შესახებ კიდევ ერთხელ ემსჯელათ.

მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 6 თვეზე ნაკლებში ეწურება.

შესაბამისად, ფიფას კანონის მიხედვით, უოლკოტს "არსენალის" ნებართვის გარეშე მისით დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკებების უფლება მიეცა. მხარეები წინა რაუნდთან შედარებით, ამ ეტაპზე უფრო იმედიანად არიან განწყობილები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული