"ლივერპულმა" დანიელ სტარიჯი წარადგინა

AutoSharing Option
"ლივერპულმა" "ჩელსისგან" ფორვარდი დანიელ სტარიჯი იყიდა. მხარეები კონტრაქტის ფინანსურ დეტალებს არ ახმაურებენ, მაგრამ ინგლისურ მედიას რა დაემალება - მრავალწლიანი კონტრაქტი "მერსისაიდელებს" დაახლოებით 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ.

სტარიჯის გადასვლა დეკემბრის მთავარი თემა იყო ინგლისურ მედიაში. 2 იანვარს ამ ტრანსფერს წერტილი დაესვა და სტარიჯი ოფიციალურად წარუდგინეს პუბლიკას.

"გაოცებული და ბედნიერი ვარ. დიდი ხნით გადმოვდივარ "ლივერპულში", მხოლოდ 1-2 სეზონით არ დავრჩები ამ დიდ გუნდში. აქ ყველაფერი მაწყობს: მაღალი კლასის თანაგუნდელები და ძალიან მაგარი გულშემატკივრები", - განაცხადა "ლივერპულის" ახალწვეულმა.

უკვე ცნობილია, რომ "ჩელსიში"
სტარიჯს "ნიუკასლის" ფორვარდი დემბა ბა შეცვლის.

ასევე იხილეთ:
"ლივერპული" დანიელ სტარიჯის გადაბირებას შეეცდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული