რაფაელ ბენიტესი: ჩვენი წაგების მიზეზი ბანალურია - გადავიღალეთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა "ბოქსინგ დეის" ფინიში გადაღლილობის გამო ჩააგდო.

ინგლისის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში "ჩელსი" შინ ცხრილის მაჩანჩალა "ქუინზ პარკთან" დამარცხდა. ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე "ლურჯების" ყოფილმა ფეხბურთელმა შონ რაიტ-ფილიპსმა გაიტანა.

"შობის დღესასწაულის პერიოდი კარგად დავიწყეთ და ამ მატჩამდეც თავდაჯერებულები მოვედით.

შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები შევიტანეთ, თუმცა მოედანზე მყოფებთაგან რეგულარული სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ მარკო მარინს არ ჰქონდა. მოზესმა და ოსკარმა ბოლო შეხვედრებში საკმაოდ ითამაშეს.

აშკარა იყო, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი გადაიღალა. ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებდით
გადაცემებისას და საკმაოდ დუნედაც ვთამაშობდით.

შეცდომა, რომელიც მატჩის მიწურულს დავუშვით, სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, საბედისწერო აღმოჩნდა",
- აქვეყნებს ბენიტესის ნათქვამს "ჩელსის" ოფიციალური საიტი.

VideoSportall.Ge
ჩელსი - ქპრ 0:1


"ქუინზ პარკთან" არ უთამაშიათ ტრავმირებულ პეტრ ჩეხსა და ჯონ ტერის. ლონდონელთა თავკაცმა გუნდის წამყვანი ფეხბურთელების გამოჯანმრთელების ვადებზეც ისაუბრა.

"სამედიცინო შტაბის მონაცემების თანახმად, ჩეხის გამოკეთებას ორი-სამი კვირა დასჭირდება. მასთან მიმართებაში ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.

რაც შეეხება ტერის, ის უახლოეს მომავალში გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. ამის შემდეგ დავაკვირდებით, როგორ წარიმართება მისი გამოჯანმრთელების პროცესი. ზუსტი ვადების დასახელება კი ამ ეტაპზე გამიჭირდება",
- დასძინა ბენიტესმა.

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური: სიგიჟის დასასრული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული