ჯო კოული "ვესტ ჰემში" ბრუნდება

AutoSharing Option
Sky Sports-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" 31 წლის ნახევარმცველი ჯო კოული გუშინ ლონდონში ჩავიდა, რათა "ვესტ ჰემში" სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კლუბთან, სადაც კარიერას იწყებდა, კონტრაქტი გააფორმოს.

ჯოს ჰარი რედნაპი "ქუინზ პარკში" უხმობდა, თუმცა ფეხბურთელმა პრემიერლიგის აუტსაიდერთან ხელშეკრულება იუარა.

"გარიგება ჯერჯერობით საბოლოოდ გაფორმებული არ არის, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დასრულებამდე მხოლოდ ფორმალობები გვაშორებს," - განაცხადა "წითლების" დამრიგებელმა ბრენდან როჯერსმა "სანდერლენდთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"გარდიანის" ცნობით კი მერსისაიდელებს ვეტერანისთვის კომპენსაციის სახით 3 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

ამით ისინი კოულის სახელფასო ფონდიდან 4 მილიონს
დაზოგავენ, რაკი დარჩენილ 1.5 წელიწადში მისთვის 7 მილიონი უნდა გადაეხადათ. ჯოს ხელფასი "ენფილდზე" კვირაში 92 ათასი ფუნტი გახლდათ.

"ვესტ ჰემში" ის ბევრად უფრო მცირე ანაზღაურებას უნდა დათანხმდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული