კოული მაინც ბედნიერია

AutoSharing Option
ჯო კოული "ლივერპულის" ამჟამინდელი მდგომარეობით შეშფოთებულია, მაგრამ იმაშიც დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი კრიზისს თავს სულ მალე დააღწევს.

"ფაქტია, რომ გუნდი უხარისხოდ თამაშობს, კარგად არც მე გამოვიყურები. თუმცა ის მაიმედებს, რომ დიდი კლუბის წევრი ვარ და თავად "ლივერპული" დამეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, ისევე როგორც მე დავეხმარები გუნდს პროგრესის გზაზე დადგომაში", - ამბობს ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც მერსისაიდელებს გასულ ზაფხულს "ჩელსიდან" მიაშურა.

კოულს გვერდი არც დერბიში "ევერტონთან" განცდილი მარცხისთვის აუვლია: "ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წაგება ყოველთვის ორმაგად გულდასაწყვეტია. დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და
ისღა დაგვრჩენია, შეცდომების გამოსწორებაზე ვიზრუნოთ და უკეთეს მომავალზე ვიფიქროთ. გუნდი ტონუსში აუცილებლად ჩადგება და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება".

ჯო იმასაც აცხადებს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას ერთი წამითაც არ ნანობს და "ლივერპულში" თავს ბედნიერად გრძნობს: "აქ ყველაფერი მომწონს, "ენფილდზე" ჩემთვის საოცნებო გარემოა შექმნილი. ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ასეთ მძიმე მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მჯერა, "ლივერპული" მალე ძლიერად ათამაშდება და აქ ყოფნით სრულყოფილად დავტკბები. მე და ჩემს თანაგუნდელებს აბსოლუტურად გვჯერა მწვრთნელისა და მას მხარში ბოლომდე დავუდგებით".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული