"ფაქტია, რომ გუნდი უხარისხოდ თამაშობს, კარგად არც მე გამოვიყურები. თუმცა ის მაიმედებს, რომ დიდი კლუბის წევრი ვარ და თავად "ლივერპული" დამეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, ისევე როგორც მე დავეხმარები გუნდს პროგრესის გზაზე დადგომაში", - ამბობს ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც მერსისაიდელებს გასულ ზაფხულს "ჩელსიდან" მიაშურა.
კოულს გვერდი არც დერბიში "ევერტონთან" განცდილი მარცხისთვის აუვლია: "ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წაგება ყოველთვის ორმაგად გულდასაწყვეტია. დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და
ჯო იმასაც აცხადებს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას ერთი წამითაც არ ნანობს და "ლივერპულში" თავს ბედნიერად გრძნობს: "აქ ყველაფერი მომწონს, "ენფილდზე" ჩემთვის საოცნებო გარემოა შექმნილი. ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ასეთ მძიმე მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მჯერა, "ლივერპული" მალე ძლიერად ათამაშდება და აქ ყოფნით სრულყოფილად დავტკბები. მე და ჩემს თანაგუნდელებს აბსოლუტურად გვჯერა მწვრთნელისა და მას მხარში ბოლომდე დავუდგებით".