დავიდ ვილია "არსენალში" 17 მილიონ ევროდ?

AutoSharing Option
საიტ "გოლის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" ბოსი არსენ ვენგერი მზადაა, "ბარსელონას" ფორვარდ დავიდ ვილიას სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამასთან, "არსენალი" აგრძელებს მოლაპარაკებას მადრიდის "ატლეტიკოსთან" ახალგაზრდა ფორვარდის, ადრიან ლოპესის ხელში ჩასაგდებად. ინგლისელები ლოპესის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს იხდიან.

არსენ ვენგერი "ელ გუახეს" ტალანტის დიდი დამფასებელია, ვილიას კი არ მისდის საქმეები კარგად "ბარსელონაში". 31 წლის ფორვარდს ინგლისელები კვირაში 136 ათას ევროს შესთავაზებენ.

17 მილიონი და ეს ჯამაგირი, ორივე ისეთი წინადადებაა, რომ, შესაძლოა, "ბარსელონამ" და ვილიამ თავი ვეღარ შეიკავონ და ესპანეთის ნაკრების
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი "ნისლიან ალბიონზე" აღმოჩნდეს.

ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" "ლივერპულის" წინადადება დავიდ ვილიას იჯარაზე უარყო
ლონდონის "ჩელსიმ" შესაძლოა დავიდ ვილია იჯარით აიყვანოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული