მანონე ჰალს ათხოვეს

AutoSharing Option
ალბათ, გახსოვთ "არსენალის" ახალგაზრდა მეკარე ვიტო მანონე, რომელმაც შარშან მანუელ ალმუნიასა და ლუკაშ ფაბიანსკის ტრავმებისას "მეთოფეთა" ძირითად შემადგენლობაში არაერთი შეხვედრა ჩაატარა. წლეულს "არსენალის" ორი მთავარი კიპერიდან არავინ დაშავებულა და შესაბამისად, 22 წლის მანონე სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩა.

ამგვარ ვითარებაში მისთვის საუკეთესო გამოსავალი იჯარით სხვა კლუბში თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. ამიერიდან იტალიელი "ჰალის" ღირსებას დაიცავს. საიჯარო ხელშეკრულება ძალაში მომავალი წლის 3 იანვრამდე იქნება, მაგრამ სავარაუდოდ, არენდა სეზონის ბოლომდეც გახანგრძლივდება.

მანონე "არსენალში" ჯერ კიდევ 2005 წელს გადავიდა ბერგამოს "ატალანტადან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული