"ეშმაკებს" ამ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უეინ რუნი არ ეყოლებათ, ვინც მუხლი 26 დეკემბრის დილის ვარჯიშზე დაიზიანა. 27 წლის ფეხბურთელი დატვირთვებს ორი კვირის განმავლობაში უნდა მოერიდოს.
აღნიშნული ინფორმაცია ალექს ფერგიუსონმა პირადად დაადასტურა. ამასთან შოტლანდიელმა სპეციალისტმა დაამატა, რომ რუნის სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ ექიმებს უმნიშვნელო რისკზე წასვლაც კი არ სურთ.
იუნაიტედი და იჯარა
Goal.com-ის ინფორმაციით, ფერგიუსონის გა
ამის უფლება მანკუნიანელებს საიჯარო ხელშეკრულებით ნამდვილად ჰქონდათ. ეიმოსმა რანგით მეორე ლიგის ერთ-ერთი ლიდერის შემადგენლობაში პირველ წრეში 17 თამაში ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 4-ჯერ მოახერხა. ის, რომ "ოლდ ტრეფორდზე" აბრუნებენ, ფეხბურთელმა "ტვიტერზე" პირადად დაადასტურა.
ნოემბერში "ლესტერთან" გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდა ჯესი ლინგარდს და ის "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდს დაუბრუნდა. თუმცა 20 წლის თავდამსხმელი იქ დიდხანს გაჩერებას არ აპირებს. "მელიებში" მასთან ერთად "იუნაიტედმა" მაიკ კინიც მიავლინა. კინი სეზონს "ლესტერშივე" დაასრულებს.
ჩემპიონშიპის აუტსაიდერ "პიტერბოროს" კი "წითელი ეშმაკებიდან" 18 წლის ნიკ პაუელის 6-თვიანი იჯარით წაყვანა აქვს განზრახული.
გუნდის დამრიგებელ დარენ ფერგიუსონს იმედი აქვს, რომ ლეგენდარული მამა მას ანგარიშს გაუწევს და ფეხბურთელს ულაპარაკოდ დაუთმობს. პაუელს ძირითად გუნდში სათამაშო პრაქტიკა აკლია. ყველა ტურნირში ერთად მან სულ 6 თამაში ჩაატარა და აქედან 2-ჯერ შეცვლაზე ითამაშა.
სულ ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ "ეშმაკებმა" 22 წლის პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი ბებე 6-თვიანი იჯარით სამშობლოში, კერძოდ "რიუ ავეში" გაუშვეს.
ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულება 2010 წლის ზაფხულზე გააფორმა, მაგრამ მას მერე სულ 7 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. შარშანდელი სეზონი მან "ბეშიქთაშში" გაატარა, თუმცა ფეხი ვერც თურქეთში მოიკიდა.
ასევე იხილეთ:
ალექს ფერგიუსონი: ბევრ გოლს ვიტანთ და ხალხსაც სწორედ ეს უნდა