ათწლიანი განშორების შემდეგ ჯო კოული ისევ "ვესტ ჰემშია"

AutoSharing Option
"ჩელსიში", "ლივერპულსა" და "ლილში" გატარებული თითქმის 10 წლის შემდეგ 31 წლის ჯო კოული იმ კლუბს დაუბრუნდა (თუმცა იჯარით) საიდანაც იწყებოდა მისი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა.

მასზე, როგორც ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ, როცა "ნიუკასლის" თავდამსხმელი პიტერ ბერდსლი მის სკოლას ტელევიზიის გადამღებ ჯგუფთან ერთად ეწვია.

ბერდსლის შეკითხვაზე, თუ ვის სურდა მისი ფინტების გამეორება, მავანმა მოსწავლემ უპასუხა, რომ მას შეეძლო. ის ადგა, მშვიდად შეასრულა ინგლისის ნაკრების წევრის მიერ ნაჩვენები ტექნიკური ილეთები და ბურთი მას უკანვე დაუგორა.

რა გქვია, პატარავ, ჰკითხა აღფრთოვანებულმა ბერდსლიმ, "
ჯო, ჯო კოული, სერ", იყო პასუხი. მას შემდეგ თითქმის 20 წელიწადი გავიდა.

ეს პატარა ბიჭი გაიზარდა და მისდა სამწუხაროდ, ისეთ დონეზე თამაში ვერ შეძლო, როგორც მისგან მთელი ერი ელოდა. "აქ დაბრუნება ამაღელვებელი მომენტია ჩემთვის. მახსენდება დრო, როცა მე ჯერ კიდევ ვსწავლობდი ფეხბურთის თამაშს. "ვესტ ჰემი" ყოველთვის მიყვარდა და იმედი მაქვს, რომ ამ კლუბში კიდევ რამდენიმე სეზონს გავატარებ," – აცხადებს ის.

XXI ტურის შემდეგ "ჩაქუჩები" 26 ქულით ცხრილში მე-11 ადგილს იკავებენ, თუმცა მათ "არსენალთან" გადადებული შეხვედრა ჯერ კიდევ წინ ელით. დღეს ისინი შინ ასოციაციის თასის მე-3 ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებენ. წინასწარ იმის თქმა, იქნება თუ არა კოული განაცხადში, შეუძლებელია.

სატრანსფერო ორომტრიალი
"ვესტ ჰემმა" ირლანდიის მეორე ლიგის "უოტერფორდ იუნაიტედიდან" ირლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების 18 წლის თავდამსხმელი შონ მაგუაირი შეიძინა და მასთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 24 თამაში 13 გოლი აქვს გატანილი.

"დეილი მეილის" ცნობით, წინ თითქმის აღარაფერი უდგას გარიგებას "ვესტ ჰემსა" და "არსენალს" შორის, "მეთოფეების" მაროკოელი თავდამსხმელის, 28 წლის მარუან შამახის ტრანსფერის თაობაზე. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ჩრდილოლონდონელები აღმოსავლელებს ფეხბურთელს 4-დან 5 მილიონ ფუნტამდე უფასებენ.

Sportall.Ge

დაბოლოს, გაცნობებთ, რომ "ჩაქუჩებმა" საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ "ჩელსის" ებრაელ ნახევარმცველთან, 32 წლის იოსი ბენაიუნთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს. ვეტერანი "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნდა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სხვა კლუბის მოძებნა მოუწევს.

სემ ელერდაისმა შესაძლოა ამავე გზას გააყოლოს "ლივერპულიდან" იჯარით აყვანილი ენდი კეროლიც. ფორვარდისგან სარგებლის ნახვა მასაც ძალიან გაუჭირდა, რისი ძირითადი მიზეზიც ტრავმებია.

პ.ს. საღამოს შამახის ტრანსფერიც წარმატებით განხორციელდა

ასევე იხილეთ:
ჯო კოული "ვესტ ჰემში" ბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული