34 წლის კარაგერს, რომელიც "ლივერპულში" 1996 წლის შემდეგ გამოდის, შანსი აქვს ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, რომლის ვადა ზაფხულში იწურება.
"მასთან ამ თემაზე რამდენჯერმე მისაუბრია. ძალიან მინდა, რომ კარაგერი "ლივერპულის" ფეხბურთელად დარჩეს.
მას კიდევ შეუძლია ჩვენი დახმარება. ჯეიმი საკუთარ ფიზიკურ ფორმას უვლის და კარგ კონდინციებში იმყოფება", - თქვა მერსისაიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით