ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” “ჩელსის” 34 წლის ვარსკვლავის, ფრენკ ლამპარდის აგენტ სტივ კატნერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფეხბურთელი ლონდონურ გრანდს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.
საკითხი საბოლოოდ არის გადაწყვეტილი და, როგორც იტყვიან, გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობას ვერც ვეტერანის შეთავაზებამ მოულბო გული, რომლის თანახმადაც, ფრენკი “სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენის სანაცვლოდ მზად იყო, ხელფასის 2/3-ზე ეთქვა უარი.
ირკვევა, რომ მოლაპარაკებები, რომელიც რაფა ბენიტესმა რამდენიმე დღის წინ ახსენა,
აი, რა თქვა ფეხბურთელის აგენტმა ასოციაციის თასზე “საუთჰემპტონთან” მე-4 ეტაპის შეხვედრის (5:1 ლონდონელთა სასარგებლოდ) მეორე დღეს:
“ჩემს კლიენტს რეალობასთან შეგუება მოუწევს, რადგან მას სეზონის ბოლომდე სურს “ჩელსიში” დარჩენა. ლამპარდი მიზნად ისახავს, დარჩენილი პერიოდი, რაც შეიძლება წარმატებული გამოდგეს გუნდისთვის. პირველად კლუბის ხელმძღვანელობას ფიფას საკლუბო ჩემპიონატის მიმდინარეობისას იაპონიაში შევხვდი, მეორედ “ევერტონთან” თამაშის დასრულების შემდეგ. მათ ერთმნიშვნელოვნად განმიმარტეს, რომ რაც უნდა მოხდეს, ლამპარდს ახალ ხელშეკრულებას არ შესთავაზებენ. მას მერე კი ნამდვილად არაფერი შეცვლილა”.
აქვე გეტყვით, რომ “წმინდანებთან” მატჩში ლამპარდის მიერ გატანილი ბურთი მისთვის 193-ე აღმოჩნდა “ჩელსის” რიგებში, რითაც ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ლეგენდარულ კერი დიქსონს (1983–1992) გაუთანაბრდა.
მათ მხოლოდ ბობი ტრემბლინგი (1959–1970) უსწრებს, ვის ანგარიშზეც 202 გოლია. სეზონის მეორე ნახევარში ტრემბლინგის გადასასწრებად ფრენკს 10 გოლის გატანა ძალიან გაუჭირდება, მით უფრო, რომ ის სათადარიგოთა შორის ხშირად რჩება ხოლმე.
ვეტერანის მომავალს რაც შეეხება, აგენტი არ ადასტურებს, თუმცა ბრიტანული პრესის ვარაუდით, ფრენკი პრემიერლიგაში არ დარჩება და კარიერას, დიდი ალბათობით, “ლოს ანჯელეს გალაქსიში” განაგრძობს.
ლამპარდთან დაკავშირებით “ჩელსის” ხისტ პოზიციას გაუგებარსა და მიუღებელს უწოდებს ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ალან შირერი. ის შეკითხვას სვამს: კი მაგრამ, რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა იმაზე მეტი, ვიდრე აკეთებს, რომ ახალი კონტრაქტი დაიმსახუროსო.
რომან აბრამოვიჩს ალბათ შემდეგი პასუხი აქვს: “აქ ბოსი მე ვარ”. ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია, მაგრამ მაინც... მადლობა, ფრენკ!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფრენკ ლემპარდის გადაბირება, "ლაციოს" გარდა, "ინტერსაც" სურს