The Telegraph: ფრენკ ლემპარდი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა The Telegraph იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ზაფხულში შესაძლოა ფრენკ ლემპარდის გადაბირების ვარიანტი განიხილოს.

ლემპარდს ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. თავად კლუბმა კი ფეხბურთელს უკვე მიანიშნა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

ადრე ფერგიუსონი უარყოფდა ნახევარმცველის ყიდვის ვარიანტს ზამთარში, მაგრამ "წითელ ეშმაკებს" ფეხბურთელის გადაბირება ზაფხულში შეუძლიათ, როცა ლემპარდი თავისუფალი აგენტი გახდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ შარშან ფერგიუსონს ლემპარდის ყიდვა სურდა, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი პოლ სქოულზის დაბრუნების გამო არ შედგა.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
რომან აბრამოვიჩი: აქ მე
ვარ ბოსი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული