აქვე გეტყვით, რომ ფორვარდს საკმაოდ კარგი დებიუტი ჰქონდა - მან "ჩელსის" მაისურით "საუთჰემპტონთან" დუბლი გაიფორმა.
"უბრალოდ, მინდა, ჩემი თამაშით დავტკბე. ზეწოლას არ ვგრძნობ, ვთამაშობ ისე, როგორც ვიცი.
ფეხბურთისადმი ასეთი მიდგომა საქმეს აადვილებს. ვცდილობ, რამდენიმე ფეხბურთელის ყურადღება მივიქციო, რომ ჩვენს ნახევარმცველებს თავისუფალი ზონები გაუჩნდეთ. ყველამ კარგად იცის, როგორი სახიფათო ნახევარმცველები გვყავს.
როცა ისეთი პარტნიორები გყავს, რომლებსაც ფეხბურთი კარგად ესმით, ბევრი უნდა იმოძრაო და შენი თავი უკეთეს პოზიციაში
"ჩელსიში" მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ. როცა მათ გვერდით თამაშობ, შეგიძლია, უფრო მეტად დაოსტატდე", - თქვა ბამ.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
დემბა ბამ "ჩელსის" მაისურით სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა [VIDEO]