Goal.com-ის ინფორმაციით, "არსენალი" თეო უოლკოტს ახალ 4-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომელსაც ხელი კვირის ბოლომდე მოეწერება და ძალაში მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე შევა.
ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში 60 ათასი ფუნტიდან 90 ათასამდე გაიზრდება.
"მეთოფეთა" ლიდერი ბონუსის სახით რამდენიმე მილიონ ფუნტს მიიღებს, რომლის ზუსტ ოდენობას წყარო არ აკონკრეტებს. ამას გარდა, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში "არსენალი" ფეხბურთელს დამატებით პრემიებსაც გადაუხდის.
გადაწყვეტილება ახალ კონტრაქტში ფეხბურთელისთვის ანაზღაურების გაზრდის შესახებ არსენ ვენგერმა პირადად მიიღო. უცნობია,
იკერი არსენალში?
"არსენალის" მიერ იანვრისთვის დაანონსებული სატრანსფერო აქტივობა ჯერჯერობით მხოლოდ საგაზეთო მასალებზე აისახა. ყველა წყარო ჩრდილოლონდონელებს კონკრეტული ფეხბურთელით დაინტერესებას მიაწერს. ამ ეტაპზე რაიმე რეალურზე ლაპარაკი ჩვენი მხრიდან წყლის ნაყვა იქნებოდა. ასე მაგალითად, Latinospost.com-ის მტკიცებით, მიმდინარე წლის ზაფხულისთვის ვენგერი მადრიდის "რეალიდან" 31 წლის იკერ კასილიასის გადაბირებას აპირებს.
აღნიშნული ხმების გავრცელება ალბათ იმან გამოიწვია, რომ სამეფო კლუბის ლეგენდასა და ჟოზე მოურინიოს შორის ურთიერთობა კარგა ხანია, აიწეწა. ბოლო ცნობებით, ჟოზემ იკერი ძირითად გუნდში ისევ დააბრუნა. "ინდეპენდენტი" კი ბევრად უფრო "მიწიერ" პერსონაზე წერს – "ანდერლეხტის" 26 წლის არგენტინელ საყრდენ ლუკას ბილიაზე.
"ალბისელესტეს" წევრი დიდი ხანია, რაც ევროპის ელიტურ ლიგაში ლამობს კარიერის გაგრძელებას. იტალიური პასპორტის მქონე ფეხბურთელს ბელგიელებთან ხელშეკრულება 2015 წელს უმთავრდება. კლუბი მას 9 მილიონ ევრომდე აფასებს. ლუკასი წელს არაჩვეულებრივად თამაშობს. პოზიციის მიუხედავად, ის გოლებსაც იტანს და საგოლე გადაცემებსაც არიგებს.
რემსის ურჩევენ
ლუკას ბილიას "ემირიტსზე" მისვლა ყველაზე მეტად აარონ რემსის შეავიწროებს.
მიმდინარე სეზონში 22 წლის უელსელი ისედაც არ არის განებივრებული სათამაშო პრაქტიკით, თუმცაღა მან "არსენალთან" ახალ, 5-წლიან კონტრაქტზე ხელი მაინც დაუფიქრებლად მოაწერა. უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კრის კოულმენის ასისტენტი, ექსარსენალელი ჯონ ჰართსონი თანამემამულეს 6 თვით სხვა გუნდში გადასვლას ურჩევს, რათა ყველას დაუმტკიცოს, თუ რა შეუძლია.
"ჭეშმარიტებად არ ვასაღებ, მაგრამ მაინც მგონია, რომ აარონს ზედიზედ რამდენიმე თამაშის ჩატარება სჭირდება იმისთვის, რომ თამაშის რიტმი ხელახლა შეიგრძნოს. შესაძლოა, ამისთვის ცოტა ხნით სხვა გუნდში გადასვლა იდეალური გამოსავალი იყოს. რემსის სახეზე ღიმილი სჭირდება და თამაშისგან სიამოვნების მიღება. როცა მის ახლანდელ თამაშებს ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას მუდმივად რაღაც ბოჭავს," – განაცხადა ჰართსონმა BBC-სთან ინტერვიუში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სოლ კემპბელი: თეო უოლკოტის დათმობა სიგიჟეა