ასე მაგალითად, ამ დღეებში ჩემპიონშიპის მეორეადგილოსანმა "ჰალ სიტიმ" "ეშმაკებისგან" 20 წლის ირლანდიელი შემტევი ნახევარმცველი რობი ბრეიდი გამოისყიდა და მასთან 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულებაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ინგლისური წყაროები ამაზე არაფერს იუწყებიან.
Peterborough Telegraph-ის ცნობით კი, "პიტერბორომ" ("ჰალისგან" განსხვავებით, ის ჩემპიონშიპის აუტსაიდერია) "იუნაიტედისგან" ორი ფეხბურთელი წაიყვანა იჯარით. დავიდე პეტრუჩიც (ნახევარმცველი) და სკოტ
უკანასკნელი "ლონდონ როუდ სტედიუმზე" წინა სეზონში უკვე თამაშობდა და მიუხედავად იმისა, რომ მას "ბირმინგემი" და "ბლექბერნი" იწვევდნენ, უკან დაბრუნება გადაწყვიტა.
დაბოლოს, რაკი "იუნაიტედის" ტრანსფერებზე ვლაპარაკობთ, აქვე გეტყვით, რომ ბრიტანული გაზეთების ცნობით, "ეშმაკები" "კრისტალ პალასის" ფეხბურთელის, 20 წლის უილფრიდ ზაასთვის ბრძოლაში ფავორიტებად გადაიქცნენ. აქამდე ფეხმარდი გარემარბის ხელში ჩაგდების ყველაზე მეტ შანსს "არსენალი" ფლობდა.
"იუნაიტედი" დათანხმდა ტრანსფერის სრულყოფის შემდეგ სეზონის დასრულებამდე ზაას ლონდონურ კლუბში იჯარით დატოვებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
The Telegraph: ფრენკ ლემპარდი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს