თუმცა საშინელ ფორმაში მყოფი ბირმინგემული კლუბისგან უკვე ცოტა რამ თუ არის გასაკვირი. ეს კიდევ არაფერი. თურმე, მეორე შეხვედრაშიც არანაკლები მოულოდნელობა გველოდა.
"ჩელსიმ" "სუონსისთან" "სტემფორდ ბრიჯზე" ორი ბურთის სხვაობით დათმო და ფინალში გასვლის მცირე შანსიღა შეინარჩუნა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ "პენსიონერების" რიგებში, ალბათ, კარიერის ყველაზე სუსტი თამაში ჩაატარა ბრანისლავ ივანოვიჩმა, ვის ორ შეცდომასაც როს ტერნბულის კარში ამდენივე გოლი მოჰყვა. ახლა, თქვენი
რაფა ბენიტესი (ჩელსი): "გუნდმა კარგად იმუშავა, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. მსგავსი თამაშების შემდეგ მოვლენების დაწვრილებითი ანალიზია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასეთ დონეზე რომ გვეთამაშა, 10-დან 9 შემთხვევაში მოვიგებდით. ხომ ნახეთ, უამრავი მომენტი შევქმენით, მარტო პირველ ტაიმში 2-3 გოლის გატანა გვმართებდა. მეორე ნახევარშიც ჩვენ ვაკონტროლებდით სიტუაციას. დავიდ ლუისსა და დემბა ბას შეეძლოთ გათანაბრება. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ დაცვაში ორი შეცდომა დავუშვით და ორჯერვე დავისაჯეთ. ყველა გუნდი და ყველა ფეხბურთელი ცდება. ეს პრობლემა არ არის. მთავარია, რომ შემდეგ მის გამოსწორებას ცდილობდეს. ბრანისლავ ივანოვიჩსაც ასე მოუვიდა. ფანების რეაქციის მესმის, მაგრამ რომ მოგვეგო, ჩემი საკადრო გადაწყვეტილებები ნამდვილად აღარავის აღარ გაახსენდებოდა".
მიკაელ ლაუდრუპი (სუონსი): "ვინ შეხვდებიან ფინალში, "ჩელსი" და "ასტონ ვილა"? იმედი მაქვს, "ბრედფორდი" და "სუონსი". კლუბისთვის ჩვენ უკვე დავწერეთ ისტორია. გამარჯვება "ენფილდზე", "ემირიტსზე" უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" ევროპის საკლუბო ჩემპიონთან მიღწეული წარმატება მაინც განსაკუთრებულია. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ჩვენგან მიჩუს ყიდვა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე, ვფიქრობ, რომ ცოტას თუ შეუძლია. ესპანეთში ასეთი ორი კლუბია, იტალიაში არც ერთი არ არის, სხვები კი ამ ეტაპზე კი არ ყიდულობენ ვარსკვლავებს, ყიდიან. ერთადერთს, ალბათ, "ბაიერნს" თუ მიუწვდება ხელი. ფეხბურთელს მოსწონს ჩვენთან და სულაც არ მეშინია, რომ მალე დაგვტოვებს. ყოველ შემთხვევაში, სეზონის მეორე ნახევარში ის ნამდვილად ჩვენთან იქნება. მერე კი ვნახოთ".
ჩელსი-სუონსი 0:2
გოლები: 0:1 მიჩუ (39), 0:2 გრემი (90)
ჩელსი: ტერნბული, კოული, ივანოვიჩი, კეჰილი, ასპილიკუეტა, ლუისი, რამირესი (71. ლამპარდი), მატა, ოსკარი (83. მარინი), აზარი, ტორესი (81. ბა)
სუონსი: ტრემელი, რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი, ბრიტონი, დე გუზმანი, კი, რუტლეჯი (62. ტიენდალი), ერნანდესი, მიჩუ (83. გრემი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარკო მარინი - "ჩელსის" გერმანული კოზირი
"ჩელსის" გარდამტეხი ასაკი