"ლივერპულის" გულწრფელი ბრაზილიელი

AutoSharing Option
9 იანვარს "ლივერპულის" საყრდენი ნახევარმცველი ლუკას ლეივა 26 წლის გახდა.

კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ფეხბურთელთან მცირე ინტერვიუ შემოგვთავაზა, სადაც სამხრეთამერიკელი თავის ცხოვრებაზე საკმაოდ საინტერესოდ ლაპარაკობს. მაშ ასე:

სკოლა
კარგი მოსწავლე ვიყავი. ძალიან მიყვარდა სკოლაში სიარული და ყოველთვის გამორჩეული ვიყავი სპორტული თვალსაზრისით. ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარდა.

კერპები
რომარიო და რონალდო. პირველმა ფანტასტიკურად ჩაატარა 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, მეორემ კი 2002-ის ფინალში დუბლი შეასრულა. ფეხბურთს მიღმა ჩემი კერპი ფორმულა 1-ის პილოტი აირტონ სენა იყო.

ყველაზე დიდი სიამაყე
ეს დღე ორი წლის წინ იყო,
როცა ჩემი შვილი პედრო ლუკასი დაიბადა. ეს გახლდათ საუკეთესო, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ძალიან ემოციური მომენტი იყო. მომწონს მამის როლი.

ვერ ვიტან
ინგლისური ჩაი რძით ნამდვილად საშინელებაა. არ არსებობს საჭმელი, რომელსაც ვერ ვიტან, მაგრამ უპირატესობას ბრაზილიურ სამზარეულოს ვანიჭებ. მიყვარს ლობიო, ბრინჯი, ხორცი. იმას, რაც არ მიყვარს, უბრალოდ, არ ვჭამ.

დამოკიდებულება საგნებზე
უპირველესად, დამოკიდებული ვარ ჩემს მობილურ ტელეფონზე. წარმოდგენა არ მაქვს, რას გავაკეთებდი მის გარეშე. ის ნამდვილად ჩემი საუკეთესო დამხმარეა. ტელეფონი რომ არა, ჩემი ცხოვრება ორგანიზებული ნამდვილად არ იქნებოდა.

არ ვვარგივარ
ფეხბურთში... ვხუმრობ. საჭმელების მომზადება ნამდვილად არ მეხერხება და არც მიყვარს. თუკი იძულებული ვარ რამე მოვიმზადო, რამე ყველაზე მარტივს ვარჩევ ან შესაძლოა, სულაც მშიერი ვიყო.

მეშინია
გველის. ძალიან პატარა იქნება ის თუ უზარმაზარი, ეს სულ ერთია. ვერ ვიტან და მორჩა. თუმცა ინგლისში მათი პოვნა ნამდვილად ძნელია. მეშინია სიკვდილისაც.

ყველაზე დიდი ნაიარევი
მარცხენა მუხლზე მაქვს. ის მას მერე დამრჩა, რაც "ჩელსისთან" შეხვედრაში ჯვარედინი მყესები გავიწყვიტე. მოხარული ვარ, რომ ამხელა პაუზის შემდეგ შევძელი ფეხბურთში დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუკას ლეივა შესაძლოა "ლივერპულს" ისევ ვერ დაეხმაროს
ლუკას ლეივა: სიამოვნებით გავხდებოდი ფერმერი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული