"მანჩესტერ სიტის" მოულოდნელი ტრანსფერი: 5 წლით მსოფლიოში სახელგანთქმული მზარეული

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" მორიგი ტრანსფერი განახორციელა... 5 წლით დაუდო კონტრაქტი ცნობილ მზარეულ ჯეიმს ოლივერს - ამის შესახებ "დეილი მეილი" იუწყება.

მომავალი აგვისტოდან ოლივერი, თავისი თანაშემწეებით, მხოლოდ კლუბს მოემსახურება და დაამზადებს ყველა საკვებს, რაც კი კლუბს დასჭირდება. მისი საკვები გაიყიდება "ეტიჰადზე" "სიტის" თამაშის დღეებში, სტადიონის რესტორნებსა და კაფეებში.

ჯეიმს ოლივერი ბრიტანეთში ძალიან ცნობილი მზარეულია, მას თავისი შოუც აქვს ტელევიზიაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული