დავიდ სილვა: "მანჩესტერ იუნაიტედს" თებერვლის ბოლოს დავეწევით

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფლეიმეიქერი დავიდ სილვა აცხადებს, რომ "ქალაქელები" პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩამორჩენის აღმოფხვრას გაზაფხულის დაწყებამდე გეგმავენ.

ამ დროისთვის კლუბებს შორის სხვაობა, სერ ალექს ფერგიუსონის გაწვრთნილთა სასარგებლოდ, შვიდ ქულას შეადგენს. "სიტის" ესპანელ ფეხბურთელს კი ეჭვი არ ეპარება, რომ მის გუნდს ამ სხვაობის გაბათილება ახლო მომავალში შეუძლია.

"მარტივი არ იქნება, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩამორჩენის აღმოფხვრას თებერვლის ბოლოსთვის ვგეგმავთ.

მათ შარშანაც ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ პრემიერლიგა საბოლოოდ მაინც ჩვენ მოვიგეთ.

ასე რომ, შეუძლებელი ამჯერადაც არაფერია",
- აქვეყნებს სილვას ნათქვამს Goal.com.

"ამ სეზონში ჩვენი მიზანი
ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული გამოსვლა იყო. ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ეს შანსი და ახლა მთელი გულისყური პრემიერლიგისკენ გვაქვს მიმართული.

გვინდა, ტიტული მოვიგოთ და ის ჩვენს გულშემატკივრებს მივუძღვნათ. მიზნისკენ გზა იოლად გასავლელი არ გვექნება, მაგრამ "იუნაიტედს" სხვაობის გაზრდის უფლებას ნამდვილად ვეღარ მივცემთ. ყველაფერი ჩვენ ხელთაა",
- დასძინა ესპანელმა.

კვირას, 13 იანვარს, "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "არსენალთან" ითამაშებს, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი "ლივერპულს" მიიღებს.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ სიტის" მოულოდნელი ტრანსფერი: 5 წლით მსოფლიოში სახელგანთქმული მზარეული
კარლოს ტევესი მარიო ბალოტელის მხარს უჭერს
მკითხველის კომენტარები / 2 /
მან სიტი 1 გავაააა!!!!!!!!1
nika
14:46 13-01-2013
0
შარშან როგორც გაგიმართლათ, მასე კი არ გაგიმართლდებათ სულ :))) ნუ გაქვს იმედი. წადი სახლში, მთვრალი ხარ
levan
17:21 11-01-2013
0

სიახლეები პოპულარული