ამის შესახებ "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა.
"რუნი კვლავაც ვერ დაგვეხმარება. არადა, იმედი გვქონდა, რომ ამ დღეებში ვარჯიშს განაახლებდა.
არა უშავს. ამის გამო პრობლემა არ შეგვექმნება. იმედს დავიტოვებ, რომ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მომავალი შეხვედრისთვის ფორმაში ჩადგება", - თქვა ფერგიუსონმა.
სამაგიეროდ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად გუნდს დაუბრუნდნენ ნახევარმცველები ნანი და ანდერსონი.