სტივენ ჯერარდი: "ლივერპულის" სატრანსფერო პოლიტიკას არ ვეთანხმები

AutoSharing Option
"ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.

"სიმართლე, რომ გითხრათ ახალგაზრდა ფეხბურთელების ყიდვის პოლიტიკას არ ვეთანხმები.

ბევრი შემთხვევა მახსოვს მთელ მსოფლიოში, როცა 28-29 წლის ფეხბურთელები და უფრო ასაკიანებიც სხვადასხვა კლუბებში გადადიოდნენ და შესანიშნავ ფეხბურთს ანახებდნენ. მაგალითად გარი მაკალისტერი, როცა ის "ლივერპულში" გადავიდა.

ახლა კი შესაძლოა ასეთი მაგალითი ფრენკ ლემპარდი გახდეს. ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ თუ "ჩელსიმ" მისი შესანრჩუნება ვერ მოახერხა და ფრენკი სხვა კლუბში გადავა, ის გუნდი ბევრს იხეირებს, რადგან ლემპარდს შეუძლია იდევ ორი წლის განმავლობაში შესანიშნავი შემტევი
ფეხბურთი ითამაშოს.

მესმის მსგავსი პოლიტიკა, როცა ყველას ახალგაზრდა ნიჭიერი ბრიტანელების ყიდვა სურს. ამის გაგება შემიძლია, მაგრამ არ ვეთანხმები.

ჩემი აზრით, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად გამოცდილმა მოთამაშეებმა უნდა ითამაშონ. გამოცდილება აუცილებელია, როცა პრემიერლიგაში ასპარეზობ.

მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე გარი მაკალისტერისგან. ახლა ვუყურებ "ასტონ ვილას" და ვიცი, რომ მათი მოთამაშეების უმრავლესობა კარგი ფეხბურთელი გამოვა.

თუმცა ამ გუნდს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება. ასეთ დონეზე წარმატებული რომ იყო სწორი ბალანსია საჭირო",
- თქვა ჯერარდმა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული