ხოსეპ გვარდიოლა: ჩემი შესაძლებლობების გამოცდა ინგლისში მსურს

AutoSharing Option
ესპანელმა სპეციალისტმა ხოსეპ გვარდიოლამ გამოთქვა იმედი, რომ საკუთარი შესაძლებლობების ინგლისის პრემიერლიგაში გამოცდის საშუალება მიეცემა.

"როგორც ფეხბურთელმა, ჩემი ოცნების რეალიზება ვერ შევძელი. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ამ სურვილს მწვრთნელის რანგში ავისრულებ.

პრემიერლიგა - უნიკალური ტურნირია. მსურს, მასში ტრიბუნების მხარდაჭერას, ინგლისური მასმედიის წნეხსა და თამაშის გამორჩეულ სტილს ვეზიარო.

ჯერ მხოლოდ 41 წლის ვარ. ასე რომ, იმედი მაქვს, ჩემს
ძალებს ინგლისის ჩემპიონატში გამოვცდი", - აქვეყნებს გვარდიოლას ნათქვამს Goal.com.

"ყოველთვის მიზიდავდა ინგლისური ფეხბურთი. იქ ფანატთა მხარდაჭერა, უბრალოდ, დიდებულია.

მაგალითად, იტალიაში ყველას უყვარხარ მანამ, სანამ
იმარჯვებ. როდესაც მარცხდები, უკვე ყველას ეზიზღები.

ინგლისში ქომაგობა უმაღლეს დონეზეა და სწორედ ამიტომ ვისწრ
აფვი იქ მუშაობისკენ", - დასძინა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ "ნისლიან ალბიონზე" "ბარსელონას" ყოფილი დამრიგებლისადმი ინტერესს "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" გამოხატავდნენ.

ასევე იხილეთ:
შეუთანხმდა თუ არა ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენის "ბაიერნს"?
ფეხბურთის მწვრთნელების ეროტიკული კალენდარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული