"როგორც ფეხბურთელმა, ჩემი ოცნების რეალიზება ვერ შევძელი. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ამ სურვილს მწვრთნელის რანგში ავისრულებ.
პრემიერლიგა - უნიკალური ტურნირია. მსურს, მასში ტრიბუნების მხარდაჭერას, ინგლისური მასმედიის წნეხსა და თამაშის გამორჩეულ სტილს ვეზიარო.
ჯერ მხოლოდ 41 წლის ვარ. ასე რომ, იმედი მაქვს, ჩემს ძალებს ინგლისის ჩემპიონატში გამოვცდი", - აქვეყნებს გვარდიოლას ნათქვამს Goal.com.
"ყოველთვის მიზიდავდა ინგლისური ფეხბურთი. იქ ფანატთა მხარდაჭერა, უბრალოდ, დიდებულია.
მაგალითად, იტალიაში ყველას უყვარხარ მანამ, სანამ
ინგლისში ქომაგობა უმაღლეს დონეზეა და სწორედ ამიტომ ვისწრაფვი იქ მუშაობისკენ", - დასძინა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ "ნისლიან ალბიონზე" "ბარსელონას" ყოფილი დამრიგებლისადმი ინტერესს "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" გამოხატავდნენ.
ასევე იხილეთ:
შეუთანხმდა თუ არა ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენის "ბაიერნს"?
ფეხბურთის მწვრთნელების ეროტიკული კალენდარი