როგორც ინგლისური პრესა წერს, ედკინსის განთავისუფლების მიზეზი ნაკლებად ეხება "წმინდანების" თამაშს; მწვრთნელს სატრანსფერო ბაზარზე მუშაობის უგულებელყოფა დაუწუნეს.
თორემ "საუთჰემპტონი" ბოლო დროს კარგად თამაშობს, პრემიერლიგაში მე-15 ადგილზეა და ბოლო 12 თამაშში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ახლახან, ედკინსის ხელმძღვანელობით ბოლო მატჩში "საუთჰემპტონმა" "ჩელსის" "სტემფორდ ბრიჯზე" ამოუქაჩა 0:2.
"გადაწყვეტილება მივიღეთ "საუთჰემპტონის" მომავალი პერსპექტივისთვის. ჩვენ მადლიერნი ვართ იმისთვის, რაც ორი წლის განმავლობაში ნაიჯელ ედკინსმა გუნდისთვის გააკეთა, მაგრამ შორეული პერსპექტივისთვის ცვლილება, უბრალოდ, აუცილებელი იყო", - განაცხადა კლუბის
ედკინსის ნაცვლად 40 წლის არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო დაინიშნა, რომელიც სეზონის საწყის ეტაპზე "ესპანიოლიდან" გაუშვეს.
"მაურისიო ახალგაზრდა, კარგი ტაქტიკოსი და ფეხბურთელებთან ბრწყინვალედ მომუშავე მწვრთნელია".
პოჩეტინოს ფეხბურთელობისას "ნიუელს ოლდ ბოისში", "ესპანიოლში", "პარი სენ-ჟერმენში" და "ბორდოში" უთამაშია. ცენტრალურმა მცველმა 20-ჯერ მოირგო არგენტინის ნაკრების ფორმა და 2 გოლიც გაიტანა. მან 2006 წელს კარიერა "ესპანიოლში" დაასრულა და 3 წლის მერე, 37 წლის ასაკში, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.
პოჩეტინოს დებიუტი "საუთჰემპტონში" კვირას, "ევერტონთან" საშინაო მატჩში გაიმართება.
ასევე იხილეთ:
რაფა ბენიტესი: "შესვენებაზე ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ მესამე გოლი ჰაერივით საჭირო იყო" [VIDEO]