რომან აბრამოვიჩის გასაჭირი: კადრები

AutoSharing Option
ეტყობა, რომან აბრამოვიჩი "ჩელსის" მენეჯმენტის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან მომდევნო სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის მოძებნას 46 წლის ბიზნესმენი პირადად აპირებს. 

"სანის" მტკიცებით, რუსი ოლიგარქი ტექნიკური დირექტორის მაიკლ ემანელოს რჩევას რაფა ბენიტესის დანიშვნის შესახებ იმიტომ დათანხმდა, რომ ესპანელი თავიდანვე დროებით დამრიგებლად მიაჩნდა, იქამდე, ვიდრე ხოსეპ გვარდიოლას არ დანიშნავდა.

ესპანელმა კი, მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ არჩევანი
"ბაიერნზე" გააკეთა, ვისთანაც სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რადგან ყველაზე მეტი პერსპექტივა ეტყობა სწორედ გერმანულ კლუბში დაინახა.

რას იზამს აბრამოვიჩი ზაფხულზე? შეკითხვაზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე რთულია. ვებგვერდების
მტკიცებით, ის ჟოზე მოურინიოს (რეალი), იურგენ კლოპისა (დორტმუნდი) და დიეგო სიმეონეს (ატლეტიკო) კანდიდატურებს განიხილავს.

იმავე
"სანთან" ინტერვიუში "ჩელსის"ყოფილი მწვრთნელი რეი უილკინსი აცხადებს, რომ რომან არკადიჩს გაუჭირდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტის დათანხმება, რადგან მათ მიერ გაწეულ სამუშაოს არაფრად აგდებს და დაუფიქრებლად უთითებს კარისკენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან აბრამოვიჩი: აქ მე ვარ ბოსი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული