"სანის" მტკიცებით, რუსი ოლიგარქი ტექნიკური დირექტორის მაიკლ ემანელოს რჩევას რაფა ბენიტესის დანიშვნის შესახებ იმიტომ დათანხმდა, რომ ესპანელი თავიდანვე დროებით დამრიგებლად მიაჩნდა, იქამდე, ვიდრე ხოსეპ გვარდიოლას არ დანიშნავდა.
ესპანელმა კი, მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ არჩევანი "ბაიერნზე" გააკეთა, ვისთანაც სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რადგან ყველაზე მეტი პერსპექტივა ეტყობა სწორედ გერმანულ კლუბში დაინახა.
რას იზამს აბრამოვიჩი ზაფხულზე? შეკითხვაზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე რთულია. ვებგვერდების
იმავე "სანთან" ინტერვიუში "ჩელსის"ყოფილი მწვრთნელი რეი უილკინსი აცხადებს, რომ რომან არკადიჩს გაუჭირდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტის დათანხმება, რადგან მათ მიერ გაწეულ სამუშაოს არაფრად აგდებს და დაუფიქრებლად უთითებს კარისკენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რომან აბრამოვიჩი: აქ მე ვარ ბოსი!