ეშლი კოული "ჩელსის" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველი ეშლი კოული კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.

ინგლისელი ფეცბურთელი, რომელიც "არისტოკრატთა" რიგებში 2006 წლიდან გამოდის, "ჩელსიში" 2013/14 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. ხელშეკრულება ოფიციალურად 22 იანვარს გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კოული მადრიდის "რეალში" ან პსჟ-ში გადავიდოდა.

მიმდინარე სეზონში მცველმა 23 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლი გაიტანა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXIII ტურის წინ: საშინაო გამოცდა "ტოტენჰემისთვის"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული