ლონდონის დერბი არისტოკრატებმა მოიგეს

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში ლონდონურ დერბიში "ჩელსიმ" 2:1 დაამარცხა "არსენალი".

რაფა ბენიტესის გუნდი ახლა უკვე 11 ქულით უსწრებს კონკურენტს. დათოვლილ "სტემფორდ ბრიჯზე" ხუან მატამ გახსნა ანგარიში. მალევე რამირესი საჯარიმოში შჩესნიმ წააქცია, პენალტი კი ფრენკ ლამპარდმა გაიტანა.

მოედანზე სიტუაცია კარდინალურად მეორე ტაიმში შეიცვალა, მას მერე, რაც თეო ულკოტმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ამის შემდეგ "არსენალის" უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ "არისტოკრატებმა" გამარჯვება შეინარჩუნეს.

ხუან მატა (ჩელსი): "ეს გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ფანებისთვის, რომელთა წინაშეც კარგა ხანია არ მოგვიგია. ჩვენ დღეს "არსენალი" დავამარცხეთ,
პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი"
.

ასევე იხილეთ:
სტივენ ჯერარდი: 2-3 ფეხბურთელიც და ტიტულისთვის ვიბრძოლებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული