"მანჩესტერ იუნაიტედი" 20 წლის ზაჰაში 20 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ორი ინგლისური გრანდის, "მანჩესტერ იუნაიტედის" და "არსენალის" ბრძოლა ნიჭიერი გარემარბის, 20 წლის უილფრიდ ზაჰას ხელში ჩასაგდებად, "მანიუს" გამარჯვებით დასრულდება.

როგორც ინგლისური მედია იუწყება, კვირას სერ ალექს ფერგიუსონი პირადად შეხვდა ზაჰას, შემდეგ კი ხელმძღვანელობასთან ახალი წინადადება შეათანხმა - "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაჰას სანაცვლოდ "კრისტალ პალასს" 20 მილიონ ევროს შესთავაზებს. ეს კი ის თანხაა, რომლის გადახდის თავიც "არსენალს" არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "კრისტალ პალასს" 7 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ზაჰას
ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დაუძახეს. ზაჰა კოტ დ'ივუარში დაიბადა, ქალაქ აბიჯანში. ის 4 წლის იყო, როცა ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.

ასევე იხილეთ:
როი ჰოჯსონის გუნდში ცვლილებებია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული