მიზეზი ყველასთვის ნათელია: "დეზები", პრაქტიკულად, მთელი სეზონია, ერთი შემტევის იმედად არიან.
ემანუელ ადებაიორს მოსამზადებელი შეკრება გუნდთან ერთად არ გაუვლია, რადგან ლონდონელები "მანჩესტერ სიტისთან" საიჯარო ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებოდნენ. მერე 28 წლის ტოგოელი დიდხანს ტრავმირებული იყო, ბოლოს კი უხეშობის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. მოედანზე დაბრუნებულმა თავდამსხმელმა ფიზიკური კონდიციები ვერა და ვერ აღიდგინა. ახლა ადებაიორი აფრიკის ეროვნებათა თასზე თამაშობს.
ალბათ, არ გაგიკვირდებათ
"ზუსტად იმ მდგომარეობაში ვართ, როგორც სეზონის სტარტზე, როცა ადებაიორი ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა. მაშინ იძულებულნი ვიყავით, რომ ჯერმეინ დეფოსთვის თავდასხმაში კლინტ დემპსი შეგვეწყვილებინა. ამ ფეხბურთელებმა ერთმანეთს იდეალურად გაუგეს, რაც მშვენივრად გამოჩნდა "ოლდ ტრეფორდზე" მოგებულ შეხვედრაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ შედეგი მივიღეთ, ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. ამ სიტუაციაში რაღაც გამოსავალი უნდა მოვნახოთ. იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელის შეძენა ცოტა სარისკოა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ნაბიჯები, რაც შეიძლება, უკეთ გავთვალოთ".
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა კონკრეტული კანდიდატურების დასახელებისგან თავი შეიკავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანდრე ვილაშ ბოაში: "ჩელსიში" ჩემთვის რომ ეცლიათ...