ახალი კანდიდატურა რომან აბრამოვიჩისთვის

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლას მიერ მიუნხენის "ბაიერნთან" 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებამ ყველაზე მეტად თავგზა ინგლისურ გრანდებს აურია.

"ჩელსიშიც" და "მანჩესტერ სიტიშიც" იმედი ჰქონდათ, რომ 42 წლის ესპანელ სპეციალისტს დაითანხმებდნენ, მაგრამ... როგორც ჩანს, რომან აბრამოვიჩმა უკვე გააკეთა არჩევანი, თუ ვინ ესახება "ჩელსის" მომავალ მთავარ მწვრთნელად. ინგლისური პრესის მტკიცებით, რუსი მილიარდერის რჩეული დევიდ მოიესია.

49 წლის შოტლანდიელი 2002 წლიდან "ევერტონში" მუშაობს და შეზღუდული ფინანსური თუ საკადრო რესურსის პირობებში მაინც ახერხებს სოლიდური ამოცანების გადაჭრას. ჩემპიონობისთვის რბოლაში მონაწილეობას მას არავინ სთხოვს, ევროპული ტურნირებისთვის კი ის რეგულარულად იბრძვის.

მოიესის კონტრაქტს ლივერპულურ კლუბთან ვადა სეზონის დასრულებისთანავე გასდის, მაგრამ მისტერ დევიდი ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ ჩქარობს. ის კლუბის გადაწყვეტილებას ელოდება ლეიტონ ბეინსსა და მარუან ფელაინისთან დაკავშირებით. თუკი ხელმძღვანელობა ლიდერებს გაასხვისებს, ის "გუდისონ პარკიდან" წავა. ალბათ, ბედის ირონიაა, რომ ფელაინის გადაბირებით ყველაზე მეტად "ჩელსია" დაინტერესებული.

ასე რომ, მომავალი სეზონისთვის ფელაინიცა და მოიესიც შესაძლოა "სტემფორდ ბრიჯის" გზას დაადგნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან აბრამოვიჩის გასაჭირი: კადრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული