ედინ ჯეკო "მანჩესტერ სიტის" დატოვებას არ აპირებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდის, ედინ ჯეკოს აგენტმა უარყო ცნობა მისი კლიენტის მილანის "ინტერში" გადასვლის შესახებ.

ადრე ბოსნიელი ფეხბურთელი სამუშაო ადგილის გამოცვლას გეგმავდა იმის გამო, რომ "ქალაქელები" მორიგი ფორვარდის დამატებას აპირებდნენ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ჯეკოს საკმარისი სათამაშო პრაქტიკა გააჩნია.

ფეხბურთელის კონტრაქტი კი კლუბთან 2015 წლამდე მოქმედებს.

"ინტერი" არასდროს დამკავშირებია. ვფიქრობ, არ ღირს საუბარი მათი დაინტერესების შესახებ ჩემი კლიენტის მიმართ.

ჯეკო ბედნიერია "სიტიში" და ის კლუბს არ დატოვებს არც ზამთარში და არც ზაფხულში",
- თქვა აგენტმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

ასევე
იხილეთ:
პრემიერლიგა. XXIII ტურის შეჯამება: იუბილარი ვეტერანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული