ნუ გააბრაზებთ თოფიან კაცებს [VIDEO]

AutoSharing Option
"ნისლიან ალბიონზე" ბოლო გამოტოვებული თამაშიც გაიმართა და ყველა გუნდს 23-23 მატჩი გაუხდა.

არსენ ვენგერის "არსენალს" ცუდი გაბრაზება სცოდნია, ლონდონურ დერბიში "ვესტ ჰემი" ბეჭებზე გააკრა მას მერე, რაც ჯეკ კოლისონმა ცაციით მათი კარი აიღო.

პირველ ტაიმში ლუკას პოდოლსკიმ გაათანაბრა, მეორეში კი "არსენალმა" ბლიცი მოაწყო, რომლის დროსაც განსაკუთრებით ფრანგი ოლივიე ჟირუ (დუბლი) გამოირჩა და 5:1 "მეთოფეთა" სასარგებლოდ.

"არსენალს" 37 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა და იქნებ არც ამჯერად დარჩეს ვენგერის კრებული უჩემპიონთალიგოდ...

VideoSportall.Ge
არსენალი - ვესტ ჰემი 5:1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არსენ ვენგერი "არსენალში" მერტეზაკერს მოლარედ ამუშავებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული