ინგლისში დაბრუნებისთანავე ფეხბურთელებმა შთაბეჭდილებები კლუბის ვებგვერდს გაუზიარეს. ისინი უაღრესად ბედნიერები დარჩნენ, რომ იანვარში მცხუნვარე მზის ქვეშ უწევდათ ვარჯიში.
ნემანია ვიდიჩი (კაპიტანი): "ყველაფერი დიდებული იყო. ამინდი მართლაც ზღაპრული დაგვხვდა, საწვრთნელ ცენტრზე კიდევ რა გითხრათ? მზიან ამინდში ვარჯიში კარგი იყო, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, მანჩესტერში რა ხდება ხოლმე იანვარში. აქ სამი წლის წინაც გახლდით და შემიძლია ვთქვა, რომ ორივე
რაიან გიგზი: "ყველაფერი მართლა მაგარი იყო - ამინდიც, ბაზაც. იმედია, რომ ეს ყველაფერი სეზონის ბოლომდე გაგვყვება, რადგან ვარჯიშის გარდა ბიჭებს იმის დროც გვქონდა, რომ სანაპიროზე გავრუჯულიყავით და გოლფში "ყატარ მასტერსის" ტურნირს დასწრებოდით".
მაიკ ფელანი (მწვრთნელის ასისტენტი): "საამაყოდ გვაქვს საქმე, რომ ისევ მოგვიწია "ესპაიერში" შეკრებამ. ცენტრის პერსონალი შეუდარებელი იყო, მთლიანად კომპლექსი კი უმაღლესი კლასის".
ტრანსფერები
"ლესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედთან" 20 წლის მცველის მაიკლ კინის 5-თვიან საიჯარო ხელშეკრულებაზე მიაღწია შეთანხმებას.
მართალია, კინს ირლანდიური ფესვები აქვს (2 თამაში აქვს ჩატა¬რ¬ე¬ბული ამ ქვეყნის 17-წლამდელებში), მაგრამ ახლა ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია.
მაიკლი "მელიების" შემადგენლობაში ნოემბრიდან ირიცხება და მას მერე 4 თამაშის ჩატარება მოასწრო. "მოხარულები ვართ, რომ "იუნაიტედი" სეზონის ბოლომდე დავითანხმეთ კინის იჯარაზე. ის ჩვენთან მაღალ დონეზე თამაშობს და გამოცდილებას ნელ-ნელა იძენს," – აცხადებს "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი ნაიჯელ პირსონი. თანაგუნდელით აღფრთოვანებულია "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" ყოფილი მარცხენა მცველი პოლ კონჩესკი. მაიკლს ის ინგლისური ფეხბურთის ახალი თაობის ერთ-ერთ უნიჭიერეს წარმომადგენელს უწოდებს.
"ტელეგრაფის" ინფორმაციით, მას მერე, რაც "იუნაიტედში" ვილფრიდ ზაჰას ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა, "ეშმაკებმა" ზაფხულისთვის კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის დაბევება გადაწყვიტეს.
ლაპარაკია "სენტ ეტიენის" 18 წლის მცველ კურტ ზუმაზე, ვინც ასაკის მიუხედავად "მწვანეების" ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდება. იუნიორ ფრანგზე აქცენტი მას მერე გაკეთდა, რაც "ბენფიკასთან" ესეკილ გარაის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გართულდა. ზუმას შეძენას "იუნაიტედის" გარდა "მანჩესტერ სიტიც" გეგმავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი": კიდევ ერთხელ დავიდ დე ხეაზე