იტალიელის თქმით, მის გუნდს სერიოზული საკადრო კრიზისი აქვს და სასურველი იქნება, თუკი ხელმძღვანელობა სათადარიგოთა სკამის გაძლიერებაზე იზრუნებს:
"არ ვიცი, დარჩენილ დღეებში ტრანსფერები იქნება თუ არა. ფაქტი ერთია, რომ გაყიდვით ნამდვილად არავის გავყიდით, რადგან შემადგენლობაში ისედაც 18 ფეხბურთელიღა დამრჩა.
ბალოტელიზე იმის თქმა შემიძლია, რომ მან ჯერ უნდა დაიმსახუროს ძირითადში თამაში. ამ ეტაპზე არა ერთი და ორი მიზეზია, თუ რატომ არ განვიხილავთ მას სასტარტოსთვის. მას აქვს კლასი, რათა ტიტულების მოგებაში დაგვეხმაროს, მაგრამ
მანჩინის მტკიცების მიუხედავად, იტალიური წყაროები ამტკიცებენ, რომ "სიტი" 22 წლის "ხულიგანს" მაინც გაყიდის. მოგეხსენებათ, "მილანი" ბალოტელიში 20 მილიონ ევროს იხდის.
"ქალაქელები" კი მას 28 მილიონად აფასებენ. ტრანსფერზე საჯაროდ მსჯელობას აღარ გაურბის მარიოს აგენტი მინო რაიოლა, ვინც რამდენიმე დღის წინ ამის შანსს მიზერულს უწოდებდა. ის ამჯერადაც ფრთხილ განცხადებებს აკეთებს, 100%-ით რაიმეს გამორიცხვა შეუძლებელიაო.
კაპიტანი კიდევ ერთხელ დაშავდა
შაბათს, "სტოკ სიტისთან" ასოციაციის თასის მე-4 ეტაპზე, "მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა, 25 წლის ვენსან კომპანიმ მუხლის ტრავმა პირველივე ტაიმში მიიღო, რის გამოც შესაცვლელი შეიქნა. ის გუნდს მომდევნო ორ შეხვედრაში (29 იანვარს "ქუინზ პარკთან" და 3 თებერვალს "ლივერპულის" წინააღმდეგ) ვერ დაეხმარება.
ასევე იხილეთ:
რობერტო მანჩინი: მოთმინება ორი წამით დავკარგე, ხდება ხოლმე...