"მანჩესტერის" ბოსი: თასის მოგებას ვგეგმავთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გადაჭედილ "ოლდ ტრეფორდზე" "ფულჰემს" გადარჩენის შანსი არ დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ალექს ფერგიუსონმა თავისი გუნდი სერიოზულად გადაახალისა, მასპინძლებს ამით პრობლემა არ შექმნიათ.

თამაშის გმირი "ეშმაკების" მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი გახდა, ვინც "კოტეჯელებთან" მეორე ტაიმის 14-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა.

ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი): "ძალიან მომწონს ის, თუ როგორ ვთამაშობთ ბოლო პერიოდში შეტევაში. თუკი რუნი, ერნანდესი და ვან პერსი ასევე შედეგიანად განაგრძობენ, სეზონი ჩვენთვის ნამდვილად წარმატებული გამოდგება. "ფულჰემთან" საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ვათამაშე, რადგან ოდნავადაც არ მსურდა გარისკვა.

ასოციაციის თასი ჩვენთვის
ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან თითქმის 10 წელი გავიდა მას მერე (უკანასკნელად 2003/04 წლების ფინალში "მილუოლს" 3:0 სძლია. რედ), რაც აღნიშნულ ტურნირში ვიმარჯვეთ.

უშუალოდ თამაშის მიმდინარეობას რაც შეეხება, ლონდონელები პირველ ტაიმში ასე თუ ისე ახერხებდნენ ბურთის კონტროლს და ჩვენს კართან სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. თუმცა, ჩვენი მხრივ, იმდენჯერ გავამწვავეთ სიტუაცია, რომ პირველ 45 წუთშივე შეგვეძლო, მატჩის ბედი გადაგვეწყვიტა. იმისთვის, რომ თამაში დაგვეწყნარებინა, მეორე ტაიმის დებიუტში ორი გოლი გავიტანეთ, ცოტა მოგვიანებით კი მეოთხეც შევაგდეთ".

მარტინ იოლი (ფულჰემი): "ბევრს ვეცადეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ ვერაფრით მოვახერხეთ. ბურთის გათამაშება გაგვიჭირდა, საკუთარ კარს კი ცუდად ვიცავდით. პირველი ტაიმის შემდეგ თითქოს რაღაც შანსი კიდევ გვქონდა, მაგრამ თამაში განახლდა თუ არა, ორჯერ გავუშვით და ამით ინტრიგა დასამარდა. გულს მხოლოდ ის მიხალისებს, რომ მეტოქეს შეეძლო არა 4, არამედ 6 და 7 ბურთის გატანა. რაკი თასიდან გამოვვარდით, მთელ ყურადღებას ამიერიდან პრემიერლიგაზე გადავიტანთ".

ასოციაციის თასი. IV ეტაპი

იუნაიტედი-ფულჰემი 4:1
გოლები: 1:0 გიგზი (3-პენ), 2:0 რუნი (50), 3:0 ერნანდესი (53), 4:0 ერნანდესი (66), 4:1 ჰიუზი (77)
იუნაიტედი: დე ხეა, ევრა, ჯონსი, სმოლინგი, რაფაელი, ანდერსონი (71. კაგავა), კერიკი (61. სქოულზი), გიგზი (71. ვალენსია), ნანი, რუნი, ერნანდესი
ფულჰემი: შვარცერი, რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე, სიდუელი, ბერდი (46. კარაგუნისი), დაფი (61. როდალიეგა), კაჩანიკლიჩი, რუისი (71. დეჟაგა), ბერბატოვი
მაყურებელი: 72 596

სტოკ სიტი-სიტი 0:1
გოლი: 0:1 საბალეტა (85)
სტოკ სიტი: სორენსენი, უილკინსონი (73. უაიტჰედი), შოუკროსი, ჰუთი, შოტონი, უელანი, ნზონზი, ეთერინგტონი, კაიტლი (67. ჯერომი), უოლტერსი, ჯონსი (73. კრაუჩი)
სიტი: პანტილიმონი, საბალეტა, კომპანი (40. კლიში), ლესკოტი, კოლაროვი (62. აგუერო), ხ. გარსია, ბერი, მილნერი, დ. სილვა, ტევესი (87. როდუელი), ჯეკო
მაყურებელი: 19 814

ბრაიტონი-არსენალი 2:3
გოლები: 0:1 ჟირუ (16), 1:1 ბარნსი (33), 1:2 ჟირუ (56), 2:2 ულოა (62), 2:3 უოლკოტი (85)
არსენალი: შჩესნი – ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშელნი, სანტოსი (78. გიბსი) – დიაბი, რემსი – ოქსლეიდ-ჩემბერლენი (68. უოლკოტი), როსიცკი (68. უილშირი), პოდოლსკი - ჟირუ
მაყურებელი: 27 113

მილოული-ასტონ ვილა 2:1
გოლები: 0:1 ბენტი (22), 1:1 შიტუ (27), 2:1 მარკისი (89)
ასტონ ვილა: გივენი – ვლაარი, კლარკი, ჯ. ბენეტი, ლიშაი – ლოუტონი, ნზოგბია, ვესტვუდი, დელფი (39. ბენანი) – ბენტი, ვაიმანი (81. ბოუერი)
გაფრთხილება: ბივერსი – ჯ. ბენეტი, ბოუერი
მაყურებელი: 15 007

ქუინზ პარკი-მილტონი 2:4
გოლები: 0:1 ა. ტრაორე (4-ს.კ-ში), 0:2 ლოუი (40), 0:3 ჰარლი (50), 0:4 პოტერი (56), 1:4 ბოთროიდი (83), 2:4 ფაბიო (90+2)
ქუინზ პარკი: გრინი, ა. ტრაორე, ა. ფერდინანდი, ბენ-ჰაიმი, ფაბიო, პარკი (67. ზამორა), გრანერო, ფორლინი, ბოთროიდი, მაკი, კემპბელი
მაყურებელი: 17 081

რედინგი-შეფილდ იუნ. 4:0
გოლები: 1:0 ჰანტი (5), 2:0 ლიგერტვუდი (39), 3:0 ჰანტი (49), 4:0 მაკლირი (53)
რედინგი: ფედერიჩი, შორი, მარიაპა, მორისონი, კელი, კარაჯანი, ლიგერტვუდი (84. გატრი), რობსონ-კანუ, ლე ფონდრე, მაკლირი, ჰანტი
მაყურებელი: 14 715

ბოლტონი-ევერტონი 1:2
გოლები: 0:1 პიენაარი (17), 1:1 სორდელი (26), 1:2 ჰეიტინგა (90)
ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, იაგიელკა, დისტენი, ნევილი, ოსმანი, პიენაარი, ფელაინი, მირალიაში (17. გუიე), იელავიჩი (80. ჰეიტინგა), ანიჩებე
მაყურებელი: 18 760

ნორვიჩი-ლუტონი 0:1
გოლი: 0:1 რენდელი (80)
ნორვიჩი: რადი, გარიდო, რ. ბენეტი, ბარნეტი, მარტინი, ფოქსი, ჰოუსონი, ე. ბენეტი (73. პიკლინგტონი), სერმანი (73. ჰულაჰანი), კეინი (46. ჰოლტი), ჯექსონი
მაყურებელი: 26 521

მიდლსბრო-ალდერშოტი 2:1
გოლები: 1:0 იუტკევიჩი (82), 1:1 ჰილტონი (88), 2:1 იუტკევიჩი (90+5)
მაყურებელი: 12 684

მაკსფილდი-უიგანი 0:1
გოლი: 0:1 გომესი (7-პენ)
უიგანი: ბლასკესი, სტამი, გოლობარტი, მუსტო, ფიგეროა, გომესი, Eსპინოსა, ფივე (53. ჯონსი), ა. ენრიკესი, მაკმანამანი, დიკო (66. ა. როდრიგესი)
მაყურებელი: 5 849

ჰალ სიტი-ბარნსლი 0:1
გოლები: 0:1 დაგნალი (69)
მაყურებელი: 9 932

ჰადერფილდი-ლესტერი 1:1
გოლები: 1:0 ნოვაკი (73), 1:1 ვუდი (81)
მაყურებელი: 11 945

დერბი-ბლექბერნი 0:3
გოლები: 0:1 კაზიმ-რიჩარდსი (43), 0:2 დანი (65), 0:3 როუდსი (70)
მაყურებელი: 14 013

ბრენტფორდი-ჩელსი 2:2
გოლები: 1:0 ტროტა (43), 1:1 ოსკარი (55), 2:1 ფორესტერი (73), 2:2 ტორესი (83)
ჩელსი: ტერნბული, ივანოვიჩი (79. ასპილიკუეტა), კეჰილი, ტერი, კოული, რამირესი, ლამპარდი, მარინი (46. მატა), ოსკარი, ბერტრანი (82. ბა), ტორესი
მაყურებელი: 12 146

ლიდსი-ტოტენჰემი 2:1
გოლები: 1:0 ვარნი (15), 2:0 მაკორმაკი (50), 2:1 დემპსი (58)
ტოტენჰემი: ფრიდელი, ნაუტონი (66. უოლკერი), კოლკერი, ვერტონგენი, ასუ-ეკოტო, პარკერი, ჰადლსტოუნი (58. ობიკა), ლენონი, სიგურდსონი (58. დემბელე), ბეილი, დემპსი
მაყურებელი: 29 943

ოლდჰემი-ლივერპული 3:2
გოლები: 1:0 სმიტი (2), 1:1 სუარესი (17), 2:1 სმიტი (45), 3:1 ვაბარა (48), 3:2 ალენი (80)
ლივერპული: ჯონსი, უისდომი (55. ჯერარდი), შკრტელი, კოატესი, რობინსონი, ალენი, სტერლინგი (72. შელვი), ჰენდერსონი, ბორინი (56. დაუნინგი), სტარიჯი, სუარესი
მაყურებელი: 10 295

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექს ფერგიუსონი: დე ხეას ვინც აკრიტიკებს, იდიოტია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული