"სტოკ სიტის" ფეხბურთელს სახეზე 28 ნაკერი დაადეს

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩში, "სტოკ სიტისა" და "უიგან ატლეტიკის" შეხვედრაში (2:2), სერიოზულად დაშავდა მასპინძელთა 28 წლის გერმანელი მცველი რობერტ ჰუტი.

უკვე მე-3 წუთზე ცენტრალურ მცველს შუბლი ისე გაუხეთქეს, რომ ექიმებმა მას იქვე 28 ნაკერი დაადეს. ჰუტი არგენტინელ მარკო დი სანტოს შეეჯახა.

სხვათა შორის, ჰუტმა მებრძოლი სული გამოავლინა: მოედანსაც დაუბრუნდა და ბოლომდეც ითამაშა.

"უჰ", - დაწერა თამაშის მერე მან "ტვიტერზე" და თავისი ფოტოც გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ:
ბარაკ ობამას ფარქვეშ ტუჩი გაუხეთქეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული