"ტოტენჰემს" ლისანდრო ლოპესი სურს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა შეტევაში გაძლიერების ვარიანტებს განიხილავს - შესაძლოა, 1 თებერვლამდე კლუბმა "ლიონისგან" არგენტინელი ფორვარდი ლისანდრო ლოპესი ინათხოვროს.

ფრანგული პრესის ცნობით, ანდრე ვილაშ-ბოაშს არგენტინელის დახმარება სეზონის ბოლომდე სურს. პორტუგალიელმა თავკაცმა თქვა, რომ ყიდვით, "ტოტენჰემი" არავის ყიდვას არ აპირებს.

სხვათა შორის, ეს გუნდები ევროპალიგის 1/16-ფინალში ერთმანეთს ხვდებიან. ლისანდრო ლოპესის წაყვანა ამას წინათ ტურინის "იუვენტუსსაც" სურდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლისანდრო ლოპესი სეზონის სტარტს გამოტოვებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული